მხატვარი მანჩო გოგოჭური ,,პერსონა 2020“ -ის ტიტულს მიიღებს

მხატვარი მანჩო გოგოჭური ,,პერსონა 2020“ -ის ტიტულს მიიღებს

21 დეკემბერს საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა გაიმართება. ცერემონიას მოღვაწეობის 7 – წლიანი ისტორია აქვს, რომლის განმავლობაში პროექტმა ჩვენი ქვეყნის 350 ადამიანს პერსონას ტიტული მიანიჭა. პროექტს ყავს 21 – სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანისგსნ შემდგარი ბორდი, რომელთა გადაწყვეტილებით ხდება ტიტულის მინიჭება. პროექტის ფარგლებში დაჯილდოებულები არიან ნანი ბრეგვაძე, ლეილა აბაშიძე, მარიკა კვალიაშვილი, გივი ბერიკაშვილი, გიული ჩოხელი, თამარ სხირტლაძე, გიორგი უშიკიშვილი, მანანა თოდაძე და სხვები.

სხვა წარმატბულ ადამიანებთან ერთად 2020 – წლის პერსონას უნიჭიერესი შემოქმედი მხატვარი მანჩო გოგოჭური კულტურის განვითარებისთვის მიიღებს.

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წარმოგიდგენთ კულტურის და ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მხატვარ მანანა (შუქია) გოგოჭურს.
მას პროექტოს ბორდის აბსოლიტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხ

მანანა გოგოჭური: ,,ჩემს ცხოვრებაში ხატვის სიყვარული ადრეული ბავშოვიდან გამოიკვეთა. წარმატებით დავამთავრე თბილისის სამხატვრო აკადემია.
ვარ მხატვართა კავშირის წევრი. მონაწილეობა მაქვს მიღებული არერთ ჯგუფურ გამოფენაში. მქონდა ორი პერსონალური გამოფენა 2018წ და 2019წ ქალაქ თბილისში. ჩემი ფერწერული ნამუშევრები შეტანილია 6 ალბომში, ვმუშაობ ფერწერწერის განხრით. ჩემი ფერწერები არის კერძო კოლექციებში, რიგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ.
აქტიურად ვარ ჩართული როგორც შემოქმედებითად ასევე პედაგოგიური კუთხით, ჩემს ცოდნას ვუზიარებ არაერთ მოზარდსა თუ ზრდასრულს ვისაც უყვარს ხატვა.
2018 წელს შევქმენი ონლაინ პროგრამა, ხატვის შესწავლის კურსები, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა ქალაქიდან თუ ქვეყნიდან ჩაერთოს ნებისმიერი მსურველი, მათშორის ქართველი ემიგრანტები, რომელთა დიდმა ნაწილმა გაიარა ეს კურსები და აისრულეს დიდი ხნის ოცნება, დაეუფლნენ ხატვას სამოყვარულო დონეზე, რომელიც აგრეთვე ერთგვარი თერაპიაცაა.
ეტაპობრივად ვაწყობ ბუნებაში მასტერკლასებს მსურველთათვის, სადაც ხატავენ მოცემულ ბუნების პეიზაჟს ჩემი დახმარებით.
არაერთი პროექტი მაქვს შესრულებული ინტერიერისა და ექსტერიერის კუთხით.
ასევე ჩემს სახელოსნოში მრავლად მოდიან ხატვის მსურველები სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები, სასიამივნო გარემოში განტვირთვაც არის და ცოდნის მიღებაც.
2020 წელს ბევრი საინტერესო პროექტები იყო დაგეგმილი შემოქნედებითი კუთხით, რომელიც სამწუხაროდ პანდემიის გამო გაურკვეველი დროით გადაიდო.
2020 წ.აპრილში მიწვეული ვიყავი ნიუიორკის ბიენალეზე. ასევე დაგეგმილი იყო გამოფენები საბერძნეთსა და ისრაელში. სამწუხაროდ პანდემიამ მხოლოდ სახელოსნოში და ბუნებაში მუშაობის საშუალება დამიტოვა და მეც აქტიურად ვხატავდი გაზაფხულზეც და ახლაც, ნაყოფიერად გამოვიყენე ეს ნეგატიური მდგომარეობა და თემატური ტილოებიც შეიქმნა.

CATEGORIES
TAGS
Share This