საგაზაფხულო კამპანია – “ჩემი გზა & ჩემი სიძლიერე”
ლიდერ ქალთა საზოგადოება წარმოგიდგენთ საგაზაფხულო კამპანიას – “ჩემი გზა & ჩემი სიძლიერე”, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს. ეს ინიციატივა ქმნის უნიკალურ პლატფორმას, სადაც თითოეული ქალბატონის ხმა ფასდაუდებელია და სადაც ვაღიარებთ ქალების მრავალფეროვან მიღწევებს, გამოწვევებსა და შინაგან ძლიერებას.
კამპანიის ფარგლებში უკვე გავეცანით არაერთ წარმატებულ ისტორიას და ახლა გთავაზობთ კიდევ უფრო მეტი გამორჩეული ქალბატონის გამოცდილებას. ისინი გაგვიზიარებენ თავიანთ უნიკალურ პროფესიულ გზას, რაც კიდევ ერთხელ დაგვანახებს, რომ წარმატებისკენ მიმავალი მოგზაურობა ყველასთვის განსხვავებულია, მაგრამ თანაბრად ღირებული და შთამაგონებელი.
ნინა ჯალიაშვილი – მედიისა და ბიზნესის წარმატებული კომბინაცია
ნინა ჯალიაშვილი ბიზნეს ეკონომიკური გადაცემების “მონეტიზაცია”, “დილის მონეტიზაცია” და “შენობით ბიზნესთან” პროდიუსერი და ბიზნეს რეპორტიორია, რომელიც პარალელურად უძღვება საკუთარ ბიზნესს. მისი პროფესიული გზა რადიო “თავისუფლებაში” სტაჟიორობით დაიწყო, შემდეგ “ეკა ხოფერიას თოქ-შოუ”-ში სამი წელი იმუშავა და ახლა “პალიტრანიუსში” განაგრძობს საქმიანობას. ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის მაგისტრატურა წითელი დიპლომით დაამთავრა და არაერთხელ იყო სტიპენდიატი. ბიზნეს რეპორტიორობა ახალი გამოწვევა იყო მისთვის – ეკონომიკის სპეციფიკური ტერმინოლოგია და სხვაგვარი დრესკოდი სრულიად განსხვავებული იყო კულტურის ჟურნალისტიკისგან.
ჟურნალისტიკასთან ერთად, ნინამ მაკიაჟისა და ვიზაჟის კურსები გაიარა, წამწამების ღეროვანი დაგრძელებაც ისწავლა და სილამაზის სალონი გახსნა. ახლა ფსიქოლოგიით არის დაინტერესებული, მრავალი კურსი გაუვლია და სერტიფიკატები აიღო. იგი ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტიც გახდა. მისი მიზანია არასოდეს გაჩერდეს განვითარებაში და ყოველ ეტაპზე განათლება მიიღოს. ქალბატონებისთვის მისი რჩევაა: “იმედი არასოდეს დაკარგონ, ყოველთვის მოტივირებულები იყვნენ. ქალი ყველაზე ძლიერია და ყველაფერი შეუძლია რასაც მოინდომებს. ოცნებები აუცილებლად სრულდება, ამისათვის საკუთარ თავზე მუშაობაა საჭირო.”

