ცხოველთა უფლებების დამცველს წნორში ფიზიკურად გასუსწორდნენ

ცხოველთა უფლებების დამცველს წნორში ფიზიკურად გასუსწორდნენ

 

წნორში, ერთ – ერთი ადგილობრივი  მაყვალა სპანდერაშვილი საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების წევრს ტასო ლოსაბერიძეს ფიზიკურად გაუსწორდა. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა არასამთავრობო ორიგანიზაციის წევრები მაყვალა სპანდერაშვილის საცხოვრებელ სახლში ინფორმაციის გადასამოწმებლად მივიდნენ, რომლის მიხედვითაც მას ათობით ძაღლი მძიმე პირობებში ჰყავდა – არ ჰქონდათ საკვები და არ უტარდებოდათ საჭირო აცრები.

ადგილზე მისულ ცხოველთადამცველებს ვითარება კიდევ უფრო მძიმე დახვდათ, რის გამოც მათ ორი ძაღლი წამოიყვანეს. ამ ფაქტმა მეპატრონე გააღიზიანა და არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთ წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების წევრები მაყვალა სპანდერაშვილს თაღლითობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ შუახნის ქალი სოციალური ქსელით ძაღლების მოვლის მიზნით მოქალაქეებს ფინანსურ დახმარებას სთხოვს, თუმცა შემოწირული თანხა რეალურად ცხოველების მოვლა-პატრონობას არ ხმარდება.

ინციდენტის მონაწილე ყველა მხარეს წუხელ, გვიანობამდე სიღნაღის რაიონულ პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში ჰკითხავდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

CATEGORIES
TAGS
Share This