ძალის დემონსტრირების სურვილი მხოლოდ სისუსტეა, შეწყვიტეთ სანამ დროა – ჩუგოშვილი

ძალის დემონსტრირების სურვილი მხოლოდ სისუსტეა, შეწყვიტეთ სანამ დროა – ჩუგოშვილი

ძალის დემონსტრირების სურვილი მხოლოდ სისუსტეა, შეწყვიტეთ სანამ დროა – ჩუგოშვილი

ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის დაკავებას ეხმაურება და წერს, რომ ძალის დემონსტრირების სურვილი მხოლოდ სისუსტეა. “ძალის დემონსტრირების სურვილი მხოლოდ სისუსტეა, მეტი არაფრი. ამ სისუსტის შედეგები კი, შეიძლება უმძიმესი აღმოჩნდეს და ხაზი გადაუსვას საქართველოს შანსს, გახდეს ცივილიზებული მსოფლიოს სრულფასოვანი ნაწილი. უკან რომ უკვე დაგვხია, ეს ვიცით. ძალიან მცირდება დროც და შანსიც რაიმეს გამოსწორების. შეწყვიტეთ სანამ დროა!” – წერს თამარ ჩუგოშვილი. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე მოვლენებს “ქართული ოცნების” სხვა წევრებიც გამოეხმაურნენ: ბრალდებულის დევნამ “კანონის სახელით”, ქვეყანა უკან დახია – მეზვრიშვილი მელიაზე; ხელისუფლებამ გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და პატიმრობიდან გაათავისუფლოს მელია – კვირიკაშვილი.

CATEGORIES
TAGS
Share This

COMMENTS