,,ამ ყველაფრის დასასრული გაურკვეველია და ძნელია მდგრადი ნერვული სისტემის შენარჩუნება” – რა რჩევებს გვაძლევს ფსიქობიოენერგო თერაპევტი თინათინ მაჩაიძე
ამერიკა კნადის ბიოენერგოთერაპევტთა ასოციაციის ნამდვილი წევრი, ფსიქობიოენერგო თერაპევტი თინათინ მაჩაიძე ფსიქოსოციალური მძიმე მდგომარეობის დროს ფსიქოლოგიურ რჩევებს გვაძლევს, რომელიც კორონა ვირუსით გამოწვეული ეპიდემიის და საგანგებო მდგომარეობის პარალერულად ქვეყანაში განვითარდა.
თინათინ მჩაიძე: გვახსოვდეს, საკუთარი თავის მართვა და ემოციების კონტროლი ყველაზე მარტივი და სრულყოფილი გამოსავალია სტრესისგან თავის ასარიდებლად.
არსებული საერთო სტრესული ფონიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი პაციენტი გვთხოვს რჩევას, როგორ გაუმკლავდეს დეპრესიას.
არსებობს სტრესორების სხვადასხვა ხარისხი, ამ ეტაპზე კი ეს ფონი საკმაოდ მასობრივი და რთულია. ორგანიზმისა და ნერვული სისტემის პირდაპირი ვალდებულებაა აღიქვას სიტუაცია და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. არსებობს სიტუაციები, რომლის რეგულირებაც თავადვე შეგვიძლია და ორგანიზმს აქვს უნარი შეაკავოს პროცესი მეტად გართულებისგან. რა იგულისხმება აღნიშნულ უნარში?
1. არსებობს სტრესი და მაპროვოცირებელი ფაქტორები და არსებობს მისი მიღების, აღქმისა და საპასუხო რეაქციის თეორიები.
2. გვახსოვდეს საკუთარი თავის მართვა და ემოციების კონტროლი ყველაზე მარტივი და სრულყოფილი გამოსავალია. ეს არის ძლიერ დამცავი ფუნქცია და უნარი, რომელიც ხშირად იცავს ორგანიზმს ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარებისგან.
3. „საკუთარი ნერვული სისტემის მართვა“ მხოლოდ საწყის ეტაპზეა შედარებით მარტივი, გართულებული სინდრომის დროს ეს უბრალოდ შეუძლებელია.
4. აუცილებელია სტრესულ სიტუაციას დავუპირისპიროთ მაქსიმალურად მეტი დადებითი ფაქტორი მასში.
მოკლედ განვიხილოთ არსებული სიტუაცია: ყოველი დღე თენდება ახალი ინფორმაციის მოლოდინში და ყველა დაძაბული ელოდება ახალ ინფორმაციას ინფიცირებულთა შესახებ. შიში და პანიკის მაჩვენებელი საკმაოდ დიდია მოსახლეობის უმეტეს ნაწილში, ამას ემატება მრავალი სამუშაო ადგილის გაუქმება და მატერიალური ფონის გაუარესება, რაც მთავარია ამ ყველაფრის დასასრული გაურკვეველია და ამ ყოველივეს ემატება კიდევ არაერთი ყოფითი პრობლემა…. რასაკვირველია ამ ფონზე ნერვული სისტემა მდგრადობას ვერ შეინარჩუნებს და ეს ბუნებრივია, ნორმალურია ამ სიტუაციის აღქმა და რასაკვირველია პასუხი ც. ნ. ს-ის მხრიდან…
• აუცილებლად მინდა ყურადღება გავამახვილოთ ვირუსამდე არსებულ სტრესულ ფაქტორებზე და მე ამ ფაქტებს ჩემი პროფესიიდან გამომდინარე დაზუსტებით მოგახსენებთ რომლის სიხშირეც იმდენად მაღალი იყო, რომ შემაშფოთებელ რიცხვს უკავშირდებოდა. ეს იყო:
1. გარდატეხის ასაკში მყოფ ბავშვთა განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებელი რთულად მიმდინარე ტიპიური მახასიათებლებით, რაც ძირითად შემთხვევაში გამოწვეული იყო მშობლებთან ურთიერთობის დროის დეფიციტიდან.
2. ასევე მშობლების პრობლემები, რომლებიც დეპრესიაში ვარდებიან შვილებთან ურთიერთობის დეფიციტის გამო და აღნიშნავენ რომ მათ აღზრდაში სრულყოფილ როლს ვერ ასრულებენ.
3. დეპრესია გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, დეპრესია და უძილობა ამავე მიზეზით, უძილობის გამო სისხლძარღვოვანი დისტონია და სტრესი. ჰიპერტენზია და კიდევ მრავალი პრობლემა, რომელთა ჩამოთვლაც ძალიან შორს წაგვიყვანს.
რა ხდება დღეს- ეს ყველა პრობლემა შეცვალა სხვამ, რომელსაც ვირუსი ჰქვია და ამდენ ხალხს უქმნის რისკს იგივე ნერვულ სისტემასთან დაკავშირებით, მაგრამ ადრე არსებული სტრესორებიდან მრავალი მათგანი გარკვეულწილად გააბათილა. სასურველია თუ ჩვენ სწორად გავაანალიზებთ არსებულ ვითარებას და ვეცდებით ამ რთულ სიტუაციაში დადებითი ფაქტორების გამორჩევას, ჩვენ ეს ყველაფერი დაგვეხმარება განსაკუთრებული სტრესისა და დეპრესიისგან დაგვიცვას.
არ ვდაობთ საკითხთან დაკავშირებულ რთულ სიტუაციაზე, მაგრამ მეორე მხრივ სხვა დამთრგუნველ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც არანაკლებ მატრამვირებელია ადამიანებისთვის დადებითი მხარეები გამოაჩინა, მაგალითად: ადამიანებს, მშობლებს გამოუჩნდათ დრო ოჯახის წევრებთან და შვილებთან ყოფნისთვის, მათზე ზრუნვისა და მათთან სრულყოფილი ურთიერთობის საშუალება მიეცათ, მაშინ როდესაც უამრავი მშობელი მაკითხავდა გარდატეხის ასაკში მყოფ შვილებთან ერთად და ამ ბავშვების პრობლემის უმეტესობა მშობლებთან ურთიერთობის დეფიციტის გამო იწყება მეტწილად. უამრავი ადამიანი დაკავდა საყვარელი საქმიანობით იქნება ეს ხელოვნება, კულინარია თუ სხვა… რისი საშუალებაც უბრალოდ დროის დეფიციტის გამო არ ჰქონდათ. მიეცათ დასვენების საშუალება მაშინ, როდესაც მათ უმრავლესობას გადატვირთული სამუშაოსა და დროის დეფიციტის გამო უბრალოდ არ ჰქონდათ. აღარაფერს ვამბობ მუდამ უკიდურეს მდგომარეობაში მყოფ დაბინძურებულ ატმოსფერულ ჰაერზე, რომელთან დაკავშირებითაც, არანაკლებ შემაშფოთებელ პროგნოზს აკეთებდნენ როგორც მეცნიერები ასევე მედიკოსები, იგი არანკლებ რთულად მიმდინარე დაავადების მაპროვოცირებელი იყო და თანაც ყველასთვის, დღეს ეს პრობლემაც გარკვეულწილად მოიხსნა და კიდევ უამრავი დადებითი ფაქტორის ჩამოთვლა შეგვიძლია ყოველ ჩვენგანს. ყველაზე მნიშვნელოვანი დამაიმედებელი ფაქტორი არის ის, რომ რეკომენდაციების სწორად შესრულების შემთხვევაში დაბალია დაინფიცირების რისკი და ეს არ არის ის პრობლემა, რომელიც გარდაუვალია ყოველი ჩვენგანისთვის, მისი შეკავება ჩვენს ხელშია რეკომენდაციის სწორად დაცვის შემთხვევაში.
გვახსოვდეს, ყოველთვის ყველა სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი, სიკვდილის გარდა და ყველა რთულ სიტუაციაში არსებობს დადებითი მხარეები. უპირველეს ყოვლისა დადებით ფაქტორებზე გავამახვილოთ ყურადღება და მერწმუნეთ დეპრესია და სტრესი შედარებით გაუფერულდება…
გისურვებთ ჯანმრთელობას!
#გავუფრთხილდეთერთმანეთს
#დავრჩეთსახლში