,,ანუ, რას მეუბნება ეს ავაზაკი მღვდელი” – ია გულიაშვილი
ტელეკომპანია მთავარის ჟურნალისტი ია გულიაშვილი ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს სადაც მიტროპოლიტ იობის მიერ გაკეთებულ გაცხადებას ეხმაურება.
ია გულიაშვილი: ,,ანუ, რას მეუბნება ეს ავაზაკი მღვდელი : რომ 93 წლის მამაჩემი, რომელიც რამდენჯერმე ძლივს გამოვტაცე სიკვდილს და უკვე ჩემი გარჩევაც უჭირს. რომ დედაჩემი, რომელიც 82- ის არის, ყველაფერი აწუხებს და ზედაც მხედველობის ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს, გასასვლელია ამ ქვეყნიდან? ამას მიხსნის და შენც ამას მაგუებ, ნაძირალა მთავრობავ? ამიტომ მიეცით ამ წვერებიან კაცებს იმისი უფლება, რომ გამოცანცარებულიყო ჯაღმაიძე და დასტურეყო, რომ დიახ, ამ უხილავმა მტერმა თქვენი ოჯახები უნდა გაანადგუროს, გინდათ თუ არა ეს თქვენო? რაში ცვლით ადამიანების სიცოცხლეს, ვისში ცვლით. არჩევნები და აღარც ნებისმიერი გაკეთებული სიკეთე აღარ შველის ერთხელ, ძალიან დიდზე ჩაფურთხებულ საქმეს და მავნებლობას, რომელიც ადამიანების სიცოცხლეზე გადის. მთელი პასუხისმგებლობის ტვირთი თქვენზეა!!! პაატა იმნაძეს რომელიმემ თუ უსმინეთ, თქვე რეგვნებო!!!”