არ აიყვანოთ ოოლიციელების მიერ შემოთავაზებული ადვოკატი – დავით ახალაური

არ აიყვანოთ ოოლიციელების მიერ შემოთავაზებული ადვოკატი – დავით ახალაური

ადვოკატი დავით ახალაური ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს.

 

❗️❗️❗️ ხალხო არ აიყვანოთ პოლიციელის რეკომენდაციით ადვოკატი ❗️❗️❗️
ე.ი მე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის თავჯდომარე, რომელსაც პირდაპირ თუ არაპირდაპირ მევალება ადვოკატის უფლებების დაცვა თვითონ ვხვდები პოლიციის მხრიდან ჩვენი პროფესიის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებს.
ამ თვეში სამი ადამიანი ,,გაისროკა” პილიციელების რჩევით აყვანილი ადვოკატებისგან. მაგალითად ახმეტის პოლიცის ზოგიერთი ვითომ გამომძიებლები ულტიმატუმს უყენებენ ბრალდებულებს, აძალებენ მათ რომ აიყვანონ პოლიციელებისთვის სასურველი ადვოკატი. ასე პოლიციის თანამშრომლები სავარაუდოდ ფულს შოულობენ, ადვოკატის საქმიანობა კორუფციის წყაროდ აქციეს და მეორეს მხრივ ბრალდებულებს ართმევენ დაცვის უფლებას და უშვებენ ციხეში.
ამაში მათ სავარაუდოდ ხელს უწყობს კახეთის პოლიციის დეპარტამენტიც ვინაიდან ისინიც სავარაუდოდ იგივე სტილით მუშაობენ.

ხალხმა უნდა იცოდეს რომ პოლიციელი თუ გთავაზობს ადვოკატს ეს ადვოკატი არის აგენტი და იმიტომ გთავაზობენ შენ რომ დაგაზიანონ!! ამასთან გეუბნებიან ვითომ შენი ბედი ადარდებთ. ნუ დაუჯერებთ ამ მელებს!!!

მახსოვს ერთმა უბრალო ადამიანმა , ბრალდებულმა არ დაუჯერა პოლიციელს და ასე გადარჩა 3 მუხლით ბრალდებას.

ხშირ შემთხვევაში არ აქვს პოლიციას მტკიცებულება და ადვოკატის დახმარება სურთ კლიენტის ჩაშვებაში. ასეთი ადვოკატი კი ჩვენი კოლეგა არ არის!

პოლიციელების მხრიდან ეს მიდგომა წლებია გრძელდება და იმიტომ რომ ამ დანაშაულზე არავინ არ დასჯილა, არ გაუგდიათ სამსახურიდან პოლიციის უფროსი ან პოლ.დეპარტამენტის უფროსი. ეს დანაშაულია და ამ საკითხზე პასუხისმგებლობა ეკისრება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია
საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia
მივმართავ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ოფიციალურად მოვითხოვოთ ასეთი ფაქტების გამოძიება !!!
აბა პოლიციის ჩინოვნიკებო მოაწყვეთ ეხლა თათბირები და სდიეთ ჩემს მანქანას იქნებ რამე დავარღვიო.
P.s რა თქმა უნდა წესიერ პოლიციელებთან პრეტენზია არ მაქვს.

CATEGORIES
TAGS
Share This