,,არ მეგონა თუ ისევ ვნახავდი სსრკ-ს რეინკარნაციას საქართველოში” – ზურაბ გურული

,,არ მეგონა თუ ისევ ვნახავდი სსრკ-ს რეინკარნაციას საქართველოში” – ზურაბ გურული

ამერიკაში მოღვაწე ექიმი ზურაბ გურული ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს, სადაც წერია რომ მასემუქრებიან.

ზურაბ გურული. ,,ამუშავდა სახელმწიფო რეპრესიის მთელი აპარატი. დაიწყო სიბინძურის გავრცელება ჩემი აკადემიური და კლინიკური სტატუსის შესახებ; გადასწვდნენ ჩემს გენეალოგიას ხუთი თაობის წინ; აპელირებას აკეთებენ სამედიცინო ეთიკის დარღვევაზე; პირადი ფოსტა გაივსო მუქარისა და ლანძღვის შემცველი წერილებით.
თუკი რაიმე სიბილწის მოფიქრება შეიძლებოდა, ყველა არხი ამუშავებულია.
ამაში ტროლებთან ერთად მონაწილეობენ მოხალისეებიც. მოთხოვნა ერთია: შევიდე სასწრაფოდ “ბუტკაში”.
ალბათ კიდევ ბევრ “საოცრებას” ვიხილავ ამ დღეებში. როგორც ჩანს, სამაგალითოდ უნდა დავისაჯო, რათა ვერავინ გაბედოს სიმართლის საჯაროდ ლაპარაკი.
არ მეგონა თუ ისევ ვნახავდი სსრკ-ს რეინკარნაციას საქართველოში; მაგრამ …
მე არ ველი მხარდაჭერას არავისგან, გარდა უახლოესი მეგობრებისა. ძალიან ადვილი იქნებოდა ფეისბუქის გამორთვა და გაუჩინარება, მაგრამ მინდა ახალგაზრდა კოლეგებმა “ლაივში” უცქირონ ამ პროცესს და გაიაზრონ რაც ხდება. ნახონ როგორ მოქმედებს სახელმწიფო რეპრესიის აპარატი, რომელიც წახალისებულია საზოგადოების მნიშვნელოვანი სპექტრის შეკვეთით.
მათ უნდა იცოდნენ, თუ რა ფსიქოლოგია აქვს ბრბოს, რომელიც უმწეო ქალს ქოლავს ქვებით რელიგიური ეთიკის დარღვევის გამო და როგორ ხდება ამ ფსიქოლოგიის რაფინირება შედარებით უფრო განვითარებულ საზოგადოებაში. 90-იანებში უკვე ვნახე ეს. არ მეგონა თუ ოდესმე საკუთარ თავზეც განვიცდიდი. არა უშავს, ეს “ლაივ” გაკვეთილი ძალიან ბევრს აუხელს თვალს.“

შეგახსენებთ, რომ რამოდნიმე დღის უკან ზურაბ გურულმა ფეისბუქზე ქართული ჯანდაცვის მიმართ კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა. ამ პოსტს მალევე მოყვა საქართველოდან პასუხი.

CATEGORIES
TAGS
Share This