არ მიიღოთ პლაქვენილი თვითნებურად მან შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს – ეპიდემიოლოგი მაია ცინცაძე

არ მიიღოთ პლაქვენილი თვითნებურად მან შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს – ეპიდემიოლოგი მაია ცინცაძე

ეპიდემიოლოგი მაია ცინცაძე  ფეისბუქ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და კორონა ვირუსისთვის განკუთვნილ პრეპარატს პლაქვენალზე წერს, იგი მოსახლეობას აფრთხილებს , რომ ეს პრეპარატი არ მიიღონ თვითნებურად ვინაიდან შესაძლოა ამ პრეპარატმა ცუდი შედეგები გამოიწვიოს ადამიანისთვის.  Relinfo.ge ეპიდემიოლოგის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:  მაია ცინცძე:  ,,ერთი მნიშვნელოვანი მესიჯი!
ფართოდ გავრცელდა ინფორმაცია პლაქვენილის ეფექტურობაზე კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში.

ძალიან გთხოვთ, ნუ მიიღებთ მას თვითნებურად! ეს პრეპარატი უნდა დანიშნოს ექიმმა და მხოლოდ ექიმმა!!!

წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეიძლება მოჰყვეს სერიოზული გართულებები,სიკვდილიც კი.

როგორც თვითმფრინავის დასმაა პილოტის საქმე,ასევე მკურნალობა ექიმის საქმეა და ნებისმიერ შემთხვევაში კარგი იდეაა, ექიმს ვკითხოთ აზრი ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე!”

შეგახსენებთ, რომ პრეპარატი პლაქვენილიის დანიშნულებაა მალარიიის მკურნალობა, ასევე ართრიტების თუმცა აღნიშნული პრეპარატი ასევე გამოიყენება კომბინაცუიაში კორონა ვირუსის მკურნალობისთვის.

CATEGORIES
TAGS
Share This