აქსესუარების ქართული კომპანია ,,ბრენდ პერსონა 2021″-ის ტიტულს მიიღებს
ქართული აქსესუარების ბრენდს პროფესიით ექიმი სტომატოლოგი , თვით ნასწავლი დიზაინერი ნანა გრიგოლავა ხელმძღვანელობს. მის მიერ შექმნილი სამკაულებმა ძალიან მალე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და იგი საქართველოს ფარგლებსაც კი გასცდა. აი რას წერს ,,პრენიტის” დამფუძნებელი ნანა გრიგოლავა ფეისბუქ გვერდზე.
,,მეგობრებომინდა წარმოდგენა გქონდეთ პრენიტის ,,მეორე” მხარეზეც. ვინ დგას ამ გვერდის უკან, ვინ ქმნის აქსესუარებს და რა მიღწევები მოიპოვა.
დავიწყებ იმით,რომ მე გახლავართ პროფესიით ექიმი სტომატოლოგი და პროფესიულად არანაირი კავშირი არ მაქვს კონკრეტულად,ქვებთან და მინერალებთან.ეს არის ჩემი გატაცება,რომელიც საქმედ იქცა.საქმედ, რისთვისაც დღე და ღამე გაერთიანებულია და მაქსიმალური პასუხისმგებლობით ვეკიდები თითოეულ უმნიშვნელო დეტალსაც კი.
პრენიტი 2020 წლის იანვრიდან არსებობს.პატარ-პატარა ნაბიჯებით მიიწევს წინ.
ერთ მშვენიერ დღეს, სრულიად მოულოდნელად მიმიწვიეს გადაცემაში TV show სტუმრად თაკო გიგაურთან აქსესუარების მოწონების გამო. გადაცემის ლაივში გასვლისას მიმიწვიეს საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოვების ცერემონია, ,,პერსონაზე”,სადაც წარმადგინეს და 2020 წლის დეკემბერში პრენიტმა მოიპოვა ,,წლის პერსონა 2020″-ის ტიტული. შემდეგი ნაბიჯი იყო შემოთავაზება, ეროვნული სილამაზის კონკურსი მის პრინცესა საქართველო -ს სპონსორი და ჟიურის წევრი ვყოფილიყავი.პრენიტის მიერ ნატურალური ქვებით დამზადებული დიადემებით დაჯილდოვდნენ პრინცესები,ასევე მყავდა რჩეულები,რომელთაც გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები. დამაჯილდოვეს,როგორც ,, საუკეთესო ჟიური”.
პრენიტი ისევ წარდგენილია,ახლა უკვე ,,ბრენდ პერსონა 2021″-ის ტიტულზე,რომელიც გაიმართება 2021 წლის დეკემბერში.
ამ ხნის მანძილზე შეიქმნა პრენიტის ოფიციალური საიტი
https://preniti.ge/01dff-shop,ასევე ჯგუფი Preniti პრენიტი .
პარალელურად ვმონაწილეობ სხვადასხვა გამოფენებში.
ამ ყველაფრის უკან დგას მხოლოდ ერთი ადამიანი, სამი მცირე წლოვანი შვილით და ოჯახით.
ჯერჯერობით სულ ეს არის ,, პრენიტი და მის ირგვლივ არსებული გალერეა”.
მომიტევეთ, თუ, ზოგჯერ ხარვეზები ,,გამეპარა”.
(ფოტოებზე აღბეჭდილია ჩემი და პრენიტის ნაბიჯები.