ბიდისი აკადემიის მიერ ორგანიზებული დასაქმების ფორუმს ფართომასშტაბიანი გამოხმაურება მოჰყვა

ბიდისი აკადემიის მიერ ორგანიზებული დასაქმების ფორუმს ფართომასშტაბიანი გამოხმაურება მოჰყვა

საერთაშორისო  განათლების აკადემია ბიდისი  მასშტაბურ დასაქმების ფორუმს აგრძელებს და 13 მაისს, თბილისში ჩატარებული ფორუმის შემდეგ, ბიდისი აკადემიის გორის ფილიალი, 23 მაისს, 14:00 სთდან – 18:00 სთმდე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში, პროფესიული გადამზადებით და დასაქმების სურვილით მოტივირებულ პირებს გელით.

ფორუმმა სტარტი 13 მაისს, თბილისში აიღო, სადაც 200-მდე კანდიდატმა გაიარა გასაუბრება, ხოლო 300-ზე მეტმა ადამიანმა, რეგიონებში, დასაქმებისთვის ბიდისი  აკადემიის  ოფისებში, უკვე შეავსო სააპლიკაციო ფორმა.

„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასაქმების ფორუმის პირველმა დღემ წარმატებით ჩაიარა. 200 -მდე კანდიდატს გავესაუბრეთ, რომელთაგან 90  საუკეთესოს დღესვე გასაუბრების მეორე ეტაპზე დავიბარებთ, ხოლო  შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება კვირას მოხდება. გასაუბრებების ორივე ეტაპი ფაქტობრივად პარარელურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა კანდიდატებისთვის რაც შეიძლება მალე გახდეს ცნობილი, ვინ და როდის გახდება ჩვენი   პარტნიორი ორგანიზაციების გუნდის წევრი და ვინ დაიწყებს შერჩეულ პოზიციაზე მუშაობას“ აღნიშნა ბიდისი აკადემიის დირექტორმა ქ.ნ ნათია შათირიშვილმა

ძალიან დიდი იყო იმ ადამიანთა მოტივაცია და მზაობა, რომელთაც  ასაკის ან გამოცდილების გამო აქამდე არ ჰქონდათ ასეთი შესაძლებლობა, ისწავლონ ახალი საქმე, განვითარდნენ და ფაქტობრივად, დაიწყონ ახალი ცხოვრება. თუმცა ასევე აღსაღნიშნავია და მიხარია, რომ კანდიდატებს, შორის ბევრი იყო ისეთიც, რომლებიც უკვე არიან დასაქმებული და არც თუ ისე პატარა შემოსავალი აქვთ, თუმცა სურთ მეტი განვითრება, კარიერული წინსვლა და მზარდი ანაზღაურება.

ჩვენ სწორედ ასეთ ადამიანებს ვეძებთ და მათთვის განსაკუთრებული შეთავაზებები გვაქვს”- როგორც  არა ფორმალური განათლების  წარმომადგენელ  სასწავლებელს.

 

CATEGORIES
Share This