მძინარაშვილმა ტერორისტის მიერ ბანკის შენობაში აყვანილ მძევლებს “ტერორ-სპექტაკლის” მონაწილე უწოდა.
“ყველა, ვინც ახლა ბანკის შენობაშია, არის ტერორ-სპექტაკლის მონაწილე. ნუ ღელავთ, არავინ არავის არ მოკლავს. ყველა ერთმანეთს იცნობს, ნიღბიანიც და უნიღბოც. ეს არის სპეციალურად წინასაარჩევნოდ მოწყობილი ტერორ-სპექტაკლი“, – წერს მძინარაშვილი Facebook-ზე.
ამ დროისთვის თავდამსხმელს, სავარაუდოდ, 17 მძევალი ჰყავს აყვანილი. 2 მძევალი თავდამსხმელმა უკვე გაათავისუფლა.
ტერორისტული თავდასხმა ბანკის ფილიალის შენობაზე სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა, ნიღბიანმა, შეიარაღებულმა პირმა დღეს შუადღისას განახორციელა. მან მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, სახელმწიფოს 500 000 დოლარი და უსაფრთხოების გარანტია მოსთხოვა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.
შეგახსენებთ, რომმძარცველი უკვე განეიტრალებულია, იგი სამართალდამცველებმა დააკავეს.