ბოროტად გამოიყენეს ეს ყველაფერი ზოგ ზოგიერთებმა – სოფო ბედია

ბოროტად გამოიყენეს ეს ყველაფერი ზოგ ზოგიერთებმა – სოფო ბედია

მომღერალი სოფო ბედია  ახალ მუსიკალურ კლიპზე  ,,დარჩი სახლში“  სოციალურ ქსელში ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება. შეგახსენებთ, რომ სიმღერისა და კლიპის იდეა სოფო ბედიას ეკუთვნის.

სოფო ბედია: ,,ჩემო მეგობრებო პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს სიმღერა იყო გამახნევებელი, კეთილი და თბილი მესიჯი ჩვენი საზოგადოების მიმართ! ჩემი იდეა იყო რომ ამ თემაზე შექმნილიყო სიმღერა და ხალხი დადებითად განგვეწყო! კატეგორიულად ვამბობ, რომ ეს არ არის პოლიტიკური კლიპი!!!!!! სრულიად უკაპიკოდ, უანგაროდ გაკეთებული სიმღერა და კლიპია! რასაც ვუყურებ და ვისმენ მოგიწოდებთ ყველას თუ კლიპის ხარისხი და თავად კლიპი არ მოგწონთ, რომელიც ნაჩქარევათ დაამონტაჟა ბესო კვარაცხელიამ სრულიად უსასყიდლოდ და მოქალაქეობტივი პასუხისმგებლობით! გამოჩნდით და შემეხმიანეთ ის კლიპმეიკერები ვინც უსასყიდლოთ და უკაპიკოდ გადაიღებთ უკეთესს და ხარისხიანს! ძალიან გთხოვთ ნუ აკერებთ პოლიტიკურ სარჩულს! აქ არაფერ შუაშია არც ერთი პარტია. მინდოდა კეთილი სურვილები გაგვეშვა ჩვენი ხალხისთვის ამ ძნელბედობის ჟამს და გამოიყენეს ბოროტად ეს ყველაფერი ზოგ ზოგიერთებმა და პოლიტიკური სარჩული დაუდეს!!!!!!!! კატეგორიულად ვუარყოფ სიმღერისა და კლიპის პოლიტიკასთან კავშირს!”

CATEGORIES
TAGS
Share This