გამარჯვება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობასა და წინსვლაზე აისახება -დავით შარაშიძე ჩოხატაურის მერობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან

გამარჯვება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობასა და წინსვლაზე აისახება -დავით შარაშიძე ჩოხატაურის მერობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან

გამარჯვება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობასა და წინსვლაზე აისახება -დავით შარაშიძე ჩოხატაურის მერობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერში გაიმართება, არჩევნების წინ კი პოლიტიკური ვნებათაღელვა იმატებს. ყველას აინტერესებს ვინ იქნებიან მერობის , საკრებულოს თავჯდომარეების და საკრებულოს წევრობის კანდიდატები. რეალინფო მერობის კანდიდატების საზოგადოეებისთვის გაცნობას იწყებს და წარმოგიდგენთ ჩოხოტაურის მერობის კანდიდატს პარტია ქართული ოცნებიდან ახალგაზრდა შრომისმოყვარე პერსპექტიულ პიროვნებას დავით შარაშიძეს. დავიტ შარაშიძემ 2011 წელს დავამთავრა ჩოხატაურის სამრევლო სკოლა და ჩაირიცხა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში ბიზნესის მართვისა და ფინანსების ფაკულტეტზე. 2012 წელს სწავლა გააგრძელა თბილისში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ფინანსების მიმართულებით, 2015 წელს დაამთავრა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ,,MASHAV”-ის კურსი სოციალური მიმართულებით. 2017 წელს გახდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო,,- ს თავმჯდომარია მოადგილე, 2019 წელს გახდა ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
დავით შარაშიძეს გავლილი აქვს სხვადასხვა სახის ტრენინგები და პროფესიული კურსები.
აქვე წარმოგიდგენთ ჩოხატაურის მერობის კანდიდატის მიმართვას.
დავით შარაშიძე:
მოგესალმებით!!!
ჩემთვის დიდი პატივია ვიყო მ.პ.გ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს მიერ ჩემი მშობლიური ჩოხატაურის მერობის კანდიდატად წარდგენილი.
ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას, შესაძლებლობას, გამოწვევასა და შანსს ახალგაზრდისთვის, ვიღვაწო, ვიშრომო, დავიხარჯო ჩემი საყვარელი ჩოხატაურის წარმატებისა და განვითარებისათვის.
წარვდგე ისეთი პროგრამით, რომელიც ორიენტირებული იქნება პრიორიტეტებზე, როგორებიცაა: თითოეული მოქალაქის სოციალური დაცვა, დასაქმების ხელშეწყობა, ახალგაზრდების საჭიროებებისა და პრიორიტეტების გამოკვეთა, მათი მიგრაციის შემცირება, ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თითოეული ჩოხატაურელის მაქსიმალური ჩართულობა, მოქალაქეზე ორიენტირებული ბიუჯეტის დაგეგმვა და ა.შ. ჩვენს გუნდს საზოგადოებაში ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს. ყველაფერს გავაკეთებ ძალისხმევას, მონდომებას და ენერგიას არ დავიშურებ, მუნიციპალიტეტს ნდობისთვის მადლობა საქმით რომ გადავუხადო.

CATEGORIES
TAGS
Share This