- ზუგდიდში, სასტუმრო “იბერია პალასში” იურიდიული ფირმა “გეთო პროჯექთის” პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოში მოქმედი პროკურორები, ადვოკატები და კერძო სექტორის წარმომადგელები დაესწრნენ. იურიდული ფირმის პრეზენტაციაზე მოწვეული იყო ასევე, ესპანეთის და გერმანის მოქალაქეები რომლებსაც ევროპაში აქვთ ანალოგიური ორგანიზაციები. კომპანიის დამფუძნებელი ზვიად გეთია საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2020 ის ტიტულზე გახლავთ წარდგენილი.
მოწვეული სტუმრების წინაშე სიტვით წარსდგა იურიდიული ფირმის დამფუძნებელი და დირექტორი ზვიად გეთია, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას აღნიშნული ფირმის მიზნები და სამომავლო გეგმები გააცნო.
” გეთო ფროჯექთი” ქართული იურიდიული ფირმაა, რომელიც თავის თავში თანამედროვე სამართლის პრაქტიკას, სამეცნიერო ცოდნასა და საერთაშორისო ურთიერთობებს აერთიანებს. კომპანიის მიზანია, იურიდიულ ბაზარზე მაღალი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა და უმაღლესი დონის სამართლებრივი მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის. ფირმა მაქსიმალურად არის ორიენტირებული თითოეულ კლიენტსა და მათ ინტერესებზე.
კომპანია დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით და ასევე კომპანია თანამშრომლობს სამართლის ექსპერტებთან და ამ დარგის სხვა სპეციალისტებთან მჭიდროდ, რაც კომპანიას აძლევს საშუალებას იყოს კონკურენტუნარიანი. კომპანიას არსებობის მანძილზე წარმატებით აქვს წარმოებული იურიდიული პროექტები და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა კომპანიების საქმეები”-აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი და იქვე დასძენს:
“კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამართლებრივი დასკვნების, კანონპროექტების პროექტების, ხელშეკრულებების პროექტების და სხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებას.
კომპანიის გუნდი წარმატებით ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს – ოლიმპიადებს მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის. კომპანია წარმოადგენს და იცავს კლიენტის ინტერესებს სასამართლოს დარბაზსა თუ მოლაპარაკებათა მაგიდასთან, სახელმწიფო და კერძო სუბიექტებთან ურთიერთობებში”-აცხადებს ზვიად გეთია.