გეორქ ოსიპოვი ბიზნესმენი, რომელმაც ფეხსაცმელების საწარმო პირბადეების საწარმოდ გადააკეთა და სოციალურად დაუცველ ოჯახებთან პროდუქტები თავისი ხელით მიაქვს
უკვე სამ თვეზე მეტია მსოფლიო უხილავ მტერს კორონავირუს ებრძვის, მათ შორისა საქართველოც. ქვეყანა , რომელსაც ბევრი სოცილურად დაუცველი ყავს. დღეის მონაცემებით საქართველოში კორონა ვირუსით დადასტურებული 234 შემთხვევაა, 51 გამოჯამრთელებული და სამი გარდაცვლილი. აქედან გამომდიინარე ქვეყნის ხელისუფლებამ საქართველოში საგანგებო ვითარება და საყოველთაო კარანტინი ამოქმედა რაც ეპიდემიის შეჩერებისკენ არის მიმართული. მედიკოსები და ხელისუფლება მუხლჩაუხრელად იბრძვის მდგომარეობის გამოსასწორებლად, რომელთა გვერდითაც ბიზნესმენებიც დგანან. ერთ ერთი მათგანი კი გახლავთ ახალგაზრდა 29 წლის ბიზნესმენი გეორქ ოსიპოვი, რომელმაც ფეხსაცმელების საწარმო ,,Osypov shoes tbilisi ” პირბადეების საწარმოდ გადააკეთა, თანამშრომლები გადაამზადა და მათ ხელფასები შეუნარჩუნა. გარდა ამისა მან თავის ფეისბუქ გვერდზე განცხადება განათავსა სადაც საზოგადოება მოწოდებდა მისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების შესახებ ინფორმაცია მიწეწოდებინა , რათა მათ დახმარებოდა. გეორგ ოსიპოვი დღეს ჩართულია სოციალურ აქტივობებში და იგი ამ საგანგებო მდგომარეობის დროს ეხმარება ოჯახებს პროდუქტებით რომლებსაც ეს სჭირდებათ. გეორქ ოსიპოვი Realinfo.ge სთან საუბარში ამბობს , რომ ძალიან დიდ სიამოვნებას განიცდის როცა სხვებს ეხმარება და სურს რომ ეს ქველმოქმედებაბიზნესის პარალერულად მუდმივად აკეთოს.
realinfo.ge მადლობას უხდის ახალგაზრდა ბიზნესმენს და უსურვებს წარმატებებს.