გვსურს, მოგიწვიოთ 19 ივლისს განსაკუთრებულ ღონისძიებაზე!
“ლიდერ ქალთა საზოგადოება” ამაყად გიწვევთ ჩვენს მე-9, გრანდიოზულ ღონისძიებაზე, სადაც წარმოგიდგენთ საქართველოს წარმატებულ, მოტივირებულ და საქმეზე ორიენტირებულ ქალბატონებს. თითოეული მათგანის წვლილი ჩვენი ქვეყნის წინსვლაში უდავოდ ფასდაუდებელია.
“ეს ქალბატონები არიან ჩვენი საზოგადოების ნამდვილი გმირები, რომლებიც თავიანთი ნიჭით, შრომისმოყვარეობითა და მიზანსწრაფულობით ქმნიან უკეთეს მომავალს. მათი ისტორიები შთამაგონებელია და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დამსწრეს გაუჩნდება სურვილი, კიდევ უფრო მეტი გააკეთოს საკუთარი თავისა და ქვეყნისთვის.” – განაცხადა ლიდერ ქალთა საზოგადოების დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, ნათია შათირიშვილმა.
გვსურს, მოგიწვიოთ 19 ივლისს ამ განსაკუთრებულ ღონისძიებაზე, სადაც “ლიდერ ქალთა საზოგადოება” შექმნის კიდევ ერთ არაჩვეულებრივ, გამორჩეულ და დაუვიწყარ საღამოს.
და გპირდებით, რომ ეს იქნება ღონისძიება, რომელიც დიდხანს დაგამახსოვრდებათ თავისი შთამბეჭდავი ატმოსფეროთი, საინტერესო ქალბატონებითა და შთამაგონებელი ისტორიებით. ერთად აღვნიშნოთ ქართველი ქალების მიღწევები და წარმატებები.
გელოდებით 19 ივლისს!
CATEGORIES სხვა