,,დათო მიშველე“ –  ვინ თხოვდა მსოფლიოში აღიარებულ საოპერო მომღერალს დახმარებას

,,დათო მიშველე“ – ვინ თხოვდა მსოფლიოში აღიარებულ საოპერო მომღერალს დახმარებას

ჩემთან იქნები ჩემს ბოლო ამოსუნთქვამდე და შემდეგ არაფრის შემეშინდება იმიტომ, რომ შენ ჩაგეხუტები! – ცნობილი მომღერლის გულისამაჩუყებელი ფეისბუკპოსტი საყვარელ ბებიაზე.
ხელოვანი ადამიანები სათუთი სულიერებითა და განსაკუთრებული მგრძნობელობით გამოირჩევიან. ზოგს დიდ ბავშვსაც კი უწოდებენ შერჩენილი ბავშვური სიხალასისა და სილაღის გამო.
საოპერო მომღერალ დავით ღვინიანიძის დამოკიდებულება დედასთან, ქალბატონ ელზა ლომიძესთან, ყველასთვის ცნობილია. მომღერალი ინტერვიუებში დედაზე დასმულ შეკითხვას ყოველთვის მოწიწებით პასუხობს და დასძენს, რომ მათი დედაშვილობა ნამდვილი ფილოსოფიაა.
მომღერალს არა ნაკლებ უყვარდა გამზრდელი ბებია, ქალბატონი მერი, რომელიც ძალიან მუსიკალური ქალი ყოფილა და გიტარაძე თავის დედმამიშვილებთან ერთად მღეროდა. დავითი იხსენებს, თუ როგორ სთხოვდა ხოლმე საყვარელ ბებოს, დაეკრა და ემღერა. როგორც ჩანს, ამ სანაქებო ქალბატონის დამსახურებაცაა დავითის შიანაგანი სამყაროს ფორმირება.
დიდმა მომღერალმა სწორედ გუშინ გაიხსენა 25 წლის წინ გარდაცვლილი მერი ბებო და გულისამაჩუყებელი ფეისბუკპოსტიც მიუძღვნა. ვკითხულობთ ამ მიძღვნას და ცრემლები ყელში გვებჯინება, რადგან ყოველი სიტყვა ჩვენს მოამაგე ბებია–ბაბუებსაც გვახსენებს.
„25 წელი გავიდა უშენოდ!!!
… მაგრამ დღემდე ჩემთან ხარ – სიზმრებში თუ მოგონებებში! შენ მასწავლე უსაზღვრო და უკიდეგანო სიყვარული, სიამაყისა და ერთგულების ფასი!!! ჩემთვის დღემდე ამოუცნობი ძალა ხარ, ჩემო სალოცავო ხატო!!! ეხლაც მესმის შენი მოფერება… რამდენი საფიქრი და რამდენი სიმდიდრე მაჩუქე, რა უზომო სიყვარულის დიაპაზონი შთამინერგე! განა ასე უყვარდა რომელიმე ბებოს თავისი შვილიშვილი ან კიდევ პირიქით?!
“მე მანამდე ვიცოცხლებ, სანამ შენ იქნები ამქვეყნადო” – ჰოდა, კიდევ ცოცხალი ხარ, ჩემო სიამაყევ, განსაკუთრებულო, ჩემო ყველაზე ტკბილო…!!! ეხლაც მესმის შენი ბოლო სიტყვები – “დათო, მიშველეო”, მაგრამ როგორ???
ყველაფრისთვის გიხდი მადლობას… ჩემთან იქნები ჩემს ბოლო ამოსუნთქვამდე და შემდეგ არაფრის მეშინია იმიტომ, რომ შენ ჩაგეხუტები!!!
დედა და შენ – ბებო, ხართ ჩემი სიყვარულის ბარომეტრები, რომლებსაც ბოდიშს გიხდით ყველაფრისათვის და გევედრები, დამილოცე ის, რომ დიდხანს იყოს ჩემთან, შენგან განსხვავებით…
გილოცავ 94 წლის იუბილეს, მერი ბებო “

CATEGORIES
TAGS
Share This