დიანა ტრაპიძე ტვ პირველიდან წავიდა
ნინო ჟიჟილაშვილის და ვახო სანაიას შემდეგ ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემაც დატოვა ტვ პირველი. ეს გადაწყვეტილებაატხის სახეებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ტვ პირველში ნოდარ მელაძე საინდორმაციო სამსახურის უფროსად დაინიშნა. შეგახსენებთ რომ ინგა გრიგოლიამ არხის გენერალირი დირექტორის პოსტი უკვე დატოვა, თუმცა უცნობია წავა ის თუ არა ტელეკომპანიიდან.
დიანა ტრაპაიძე: ,,დღეიდან „დღის ამბებს“ აღარ წავიყვან. მივდივარ ტელევიზიიდან, მაგრამ სულ ვიქნები TV პირველის გულშემატკივარი. იქ ჩემი ძალიან კარგი მეგობრები მუშაობენ და წარმატებები მათ.
განსაკუთრებული მადლობა ვატოს, ინგას, ჟიჟის, ვახოს, ნანას. მათთან და სხვებთან ერთად, მეც ვაკეთებდი არცთუ ურიგო ტელევიზიას და იქ პროფესიული ცხოვრების ალბათ საუკეთესო 4 წელი გავატარე.
ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ჩავთვალე რომ ახლა დასრულების დროა.
პ.ს. არ გადავდივარ არსად. ცოტას დავისვენებ და მერე დავიწყებ თავიდან.”