,დღეს სახლები უნდა ვაქციოთ ეკლესიად“ – მეუფე საბა

,დღეს სახლები უნდა ვაქციოთ ეკლესიად“ – მეუფე საბა

მეუფე საბა: დღეს სახლები უნდა ვაქციოთ ეკლესიად

მეუფე საბა

მეუფე საბა

თუ ჩვენ გვექნება პასუხისმგებლობა, მალე შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა და თუ პასუხისმგებლობა არ გვექნება, ეს პრობლემა შეიძლება ძალიან დიდხანს გაგრძელდეს, – ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ „ამერიკის ხმას“ განუცხადა. მეუფე საბა ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიის ვითარებაში სასულიერო პირები სახელმწიფო რეგულაციებს უნდა დაემორჩილონ და მრევლსაც ამისკენ მოუწოდონ.

„მინდა მადლობა გადავუხადო ექიმებს და სახელმწიფოს. მთავრობას, რომელმაც თავის დროზე მიიღო სწორი გადაწყვეტილებები და სწორედ ღვთის შეწევნასთან ერთად მათი დიდი დამსახურებაა, რომ დღეს ძალიან ცოტა რიცხვია დაავადებულების ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ ამასთან თამაში არ შეიძლება. სახელმწიფო გვეუბნება, რომ ელოდება მეორე ტალღას. ნახეთ, ბოლნისისა და მარნეულის რეგიონები დახურეს. ამიტომ, დღევანდელ დღეს სასულიერო პირების მოწოდება უნდა იყოს, პირიქით, რომ ჩვენ უნდა დავემორჩილოთ სახელმწიფო რეგულაციებს. დღევანდელ დღეს სახლები ვაქციოთ ეკლესიად“, – აღნიშნა მეუფემ.

საქართველოს მთავრობის და საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, აღდგომას მრევლი ეკლესიებში 21:00 საათამდე მივა და 06:00 საათამდე ტაძრებში დარჩება.

CATEGORIES
TAGS
Share This