,,ეკლესიის გადარჩენისთვის დავრჩეთ სახლში და სახლში ვილოცოთ“ – ირმა სოხაძე

,,ეკლესიის გადარჩენისთვის დავრჩეთ სახლში და სახლში ვილოცოთ“ – ირმა სოხაძე

ქართული ესტრადის ვარსკვლავი, მომღერალი ირმა სიხაძე საზოგადოებას მოწოდებს ნუ წავლენ ეკლესიაში დარჩნენ სახლში და სახლში ილოცონ.

realinfo.ge მომღერლის სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

ირმა სოხაძე: ,,დღეს მთელი საქართველო რისკის ჯგუფია!! ნუ გავიმეორებთ იტალიას! ეს ვერაგი დაავადებაა, თუ არ დავრჩებით სახლში, გვექნება უდიდესი მსხვერპლი!! თქვენ მეტი არაფერი მოგეთხოვებათ, თუ გინდათ ერი გადარჩეს, დარჩით სახლში! თუ გინდათ ეკლესია გადარჩეს, ნუ წახვალთ ეკლესიაში!!” ამ სიტყვებით მოგვმართა ბატონმა პაატა იმნაძემ!
მეტი რა გვითხრას?!

ასევე, სხვა ექიმები, უკვე მკაფიოდ გვაფრთხილებენ, თუ მოქალაქეები არ გამოიჩენენ ელემენტარულ პასუხისმგებლობას, ვერ გაიაზრებენ პრობლემიდან გამომდინარე შესაძლებელ კატასტროფულ საფრთხეებს, გააგრძელებენ “ცეცხლთან თამაშს”, მაშინ მათი (ექიმების) ყველა ძალისხმევა წყალში ჩაიყრება და ისინი უბრალოდ, ვეღარ მოერევიან პრობლემას, რომელსაც ჩვენ ჩვენი უპასუხისმგებლობით გავაჩენთ!! რა გვითხრან მეტი?!

ამიტომ, მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო, ყველას უმორჩილესად გთხოვთ, უახლოესი 2 კვირა, დავრჩეთ სახლში!! ჩვენი, ჩვენი ახლობლების, ნაცნობების თუ უცნობების სიცოცხლისთვის, ერის და ეკლესიის გადარჩენისთვის, ვილოცოთ სახლში, ვილოცოთ გულმხურვალედ, რადგან თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ:

” როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი; და შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღავს შენ.”

ჩვენ თვითონ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა!! დავრჩეთ სახლში!!!”

განათავსა იოსებ კავკავაშვილმა.

CATEGORIES
TAGS
Share This