ემიგრანტი მწერალი ქეთი იმერლიშვილი – ,,მონატრებას ვერაფერს ვუხერხებ”

ემიგრანტი მწერალი ქეთი იმერლიშვილი – ,,მონატრებას ვერაფერს ვუხერხებ”

ქეთი იმერლიშვილს ქართული საზოგადოება კარგად იცნობს. მალე მისი ახალი რომანი გამოვა, აღსანიშნავია ის ფაქრიც რომ იგი პერსონა 2021 – ის ტიტულს მიიღებს რომელიც მკითხველამდე აუცილებლად მიიტანს თავის სათქმელს. ქეთი იმერლიშვილი ემიგრაციაში ამერიკაში ცხოვრობს.

იგი გულახდილი რესპოდენტია. ჩვენ მას რამდენიმე შეკიტხვა დავუსვით, რომლებზეც გულღიად და საინტერესოდ გვიპასუხა.

გიყვართ თუ არა ზაფხული. რას გეგმავთ, როგორ აპირებთ მის გატარებას და როგორია დასვენება პანდემიის შემდეგ.

ზაფხული და წყალი ჩემთვის სულ სხვა თერაპიაა. ისე არაფერი მეხმარება დაღლილობის დაძლევასა და განტვირთვაში, როგორც ცურვა, სანაპიროზე სეირნობა და თუნდაც ზღვაში ჩამავალი მზის სურათის ყურება. პანდემიის პერიოდმა ყველა და ყველაფერი შეცვალა, მაგრამ საბედნიეროდ, მსოფლიომ ეგრეთწოდებული “New normal life” პირობებით დაიწყო ცხოვრება და წელს ისევ მოგვეცა საშუალება, ჩვენთვის საყვარელი აქტივობებით დავკავდეთ. ნიუ-იორკში შაბათ-კვირას ხშირად ვახერხებ ოკეანის სანაპიროზე გასვლას. რაც შეეხება ხანგრძლივი დასვენების გეგმებს, ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს სად წავალ.

ადამიანის დანიშნულება ამქვეყნად. სამი რჩევა მათ თქვენგან.

ადამიანებმა ჩვენი დანიშნულება რომ გავარკვიოთ, ამისთვის ბევრი გამოცდილების მიღება, საკუთარ თავთან კითხვები და გულწრფელი პასუხებია საჭირო. მხოლოდ ამ შემთხვევაში დავინახავთ ჩვენს გზას და დანიშნულებასაც, თუმცა მე მაინც მგონია, რომ თითოეულის მისია სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას უნდა უკავშირდებოდეს.

როცა სამშობლო და იქაური ახლობლები გენატრებათ …

ამ ეტაპზე მონატრებას ვერაფერს ვუხერხებ. არ არსებობს წამალი, რომელიც მისგან მოტანილ ტკივილს გამიყუჩებს.

პირადი ცხოვრება როდისაა იდეალური. რაში გიწყობთ ის ხელს?

როდესაც ჩემთვის სასურველ ადამიანებთან და გარემოში მიწევს ცხოვრება. ეს კი ყოველთვის მეხმარება იმაში, მაქსიმალურად ნაყოფიერად და აზრიანად წარვმართო ცხოვრება.

გაიხსენეთ კურიოზი.

არასოდეს დამავიწყდება იმ ქართველი ქალის სახე, როდესაც ნიუ-იორკის მეტროში ჩემს მეუღლესთან და დასთან ერთად მეორე საავტორო წიგნის, “სისხლში მოცეკვავის” ეპიზოდებს განვიხილავდი. ცხარე კამათი გვქონდა გაჩაღებული რომელი იარაღით უნდა მოგვეკლა ლიზა, სად უნდა დაგვეგდო გვამი და მკვლელობისთვის დღის რომელი მონაკვეთი იქნებოდა ყველაზე ხელსაყრელი ჩემბერ სტრიტზე მდებარე დაცვის თანამშრომლებითა და მუშებით სავსე შენობაში. გვიან შევნიშნეთ ვაგონში მყოფი გაფითრებული ქალი, რომელიც თვალს არ გვაშორებდა და ალბათ, ცოტაც და პოლიციაშიც დარეკავდა. რა თქმა უნდა, ყველაფერი ავუხსენით, შვებით ამოისუნთქა და მშვიდობიანად დამთავრდა ეს ამბავი.

ხვალინდელი გეგმები.

გეგმები ბევრი მაქვს, თუმცა წინასწარ საუბარი არ მიყვარს. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ძალიან მალე ჩემს მკითხველს საინტერესო სიახლეს შევთავაზებ.

 

CATEGORIES
Share This