ემიგრანტი ქეთი იმერლიშვილი ,,პერსონა 2021“- ის ტიტულს მიიღებს
საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2013 წლიდა იმართება და სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის ყოველწლიურად 50 წარმატებულ ადამიანს პერსონას ტიტულს ანიჭებს. პროექტის ერთერთი მთავარი ღირებულება წარმატებული ქართველი ემიგრანტების წარმოჩენაა სწორედ ამიტომ პროექტში ემიგრანტებიც არიან ჩართული.
ქეთი იმერლიშვილი ამერიკაში მოღვაწეობს, იგი პროფესიით განათლების სპეციალისტი და ჟურნალისტია. ასევე შესანიშნავი ახალგაზრდა მწერალიც გახლავთ.
ქეთი იმერლიშვილი ,,პერსონა 2021 ” – ის ტიტულს მიიღებს.
ქალბატონო ქეთი გვითხარით თქვენი წარმატების ფორმულა
-პირველ რიგში, პროფესიის სიყვარული, შემდეგ საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასების უნარი და დასახული მიზნებისთვის უწყვეტი შრომა.
-როგორი შეგრძნებაა, როცა სახალხო აღიარებას იღებთ?
-ერთგვარ მოტივაციასa და პასუხისმგებლობას გმატებს, მიმართული იყო მეტი განვითარებისკენ.
-როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას და საზღვარგარეთ დაგროვილი გამოცდილების საკუთარ პროფესიაში გამოყენებას. უახლეს გეგმებს რაც შეეხება, მუშაობა დავასრულე მესამე საავტორო წიგნზე „სა-ზღვარი“, რომელიც ნამდვილ ამბებზეა დაფუძნებული. მასში წამოწეულია ის სადავო საკითხები, რომლებზეც ქართული საზოგადოების მხრიდან დღემდე არსებობს სხვადასხვა აზრი, მიდგომა და უთანხმოებები. ამ ეტაპზე დაკაბადონების პროცესს გადის და მალე იხილავს მკითხველი.
-თქვენი პროფესიული უპირატესობა
-ყველა პროფესია ღირებული და მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემი პროფესიების უპირატესობებს იმით გამოვარჩევ, რომ მრავალმხრივი ინტელექტის მქონე ინდივიდებთან მაქვს საქმე და ეს პროცესი იმდენად საინტერესოა, ფაქტობრივად, ყოველ დღე ჩემს წინ ახალი წიგნის ფურცელი იშლება.