ექიმებო დაიცავით ეთიკური ნორმები – თამარ ჭიჭინაძე ექიმი

ექიმებო დაიცავით ეთიკური ნორმები – თამარ ჭიჭინაძე ექიმი

კლინიკა ტერდის დამფუძნებელი ცნობილი ექიმი  თამარ ჭიჭინაძე  კოლეგებს მოუწოდებს ეთიკური ნორმების დაცვისკენ.  ის ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს.

თამარ ჭიჭინაძე:  მეგობრებო, არის ექიმების ორი კატეგორია. პირველი სვავს კითხვებს, ეძებს გამოსავალს, ინდივიდუალურად განიხილავს ყველა შემთხვევას და იღებს პასუხისმგებლობას. მეორე -მიყვება გაიდლაინებს, შესაბამისად არავითარი პასუხისმგებლობა.  მე ვენდობი პირველ კატეგორიას და ვმუშაობ ინდივიდუალური პრონციპით უკვე 20 წელი.

თქვენ კი თავად ირჩევთ, ვის მიმართოთ. ასე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის პაციენტის უფლებების დაცვა და მისი ინფორმირება მიმდინარე მკურნალობის ასპექტებზე.
.ეს არაა რთული. ეს აუცილებელია. კოლეგებო გთხოვთ დაიცვათ ეთიკური ნორმები. გვახსოვდეს,კითხვების დასმა და პასუხის ძიება მედიცინის(და არა მარტო)განვითარების საფუძველია!

CATEGORIES
TAGS
Share This