ვინ არის ექიმი ვინც პირველი კორონა ვირუსით დაავადებული პაციენტი მიიღო და გამოჯანმრთელებული სახლში გაუშვა

ვინ არის ექიმი ვინც პირველი კორონა ვირუსით დაავადებული პაციენტი მიიღო და გამოჯანმრთელებული სახლში გაუშვა

ინფექციური საავადმყოფოს პიარი გიორგი ბერიძე იმ ექიმზე წერს , რომელმაც ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში, პირველი კორონა ვირუსით დაავადებული პაციენტი მიიღო და გმოჯანმრთელებული სახლში გაუშვა.  გიორგი ბერიძე ფეისბუქზე პოსტთან ერთდ ეკა ნაფეტვარიძის ფოტოს აქვეყნებს, სადაც ექიმის სახეზე სპეციალური დამცავი ეკიპირების კვალი ატყვია.

გიორგი ბერიძე: ,,ეკა ნაფეტვარიძე ბოქსირებული განყოფილების ექიმი-ინფექციონისტია… მის სახეზე სპეციალური ტანსაცმლის კვალია ასახული…
პირველი დადებითი პაციენტი მან მიიღო და მანვე გაუშვა სახლში გამოჯანმრთელებული….
ეკას გვერდით პროფესიონალთა გუნდი დგას თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით…
კიდევ არა ერთი მედიკოსის ასეთ ფოტოს იხილავს საზოგადოება…
ps არც კი იცოდა რისთვის გადავიღე ეს ფოტო… ჯერ არც უნახავს მგონი. ისევ ეკიპირება და ისევ ბოქსებში პაციენტებთან….

ჟურნალისტი: იოსებ კავკავაშვილი

 

 

CATEGORIES
TAGS
Share This