ვინ არის თორნიკე ტატიშვილის მუზა და რისთვის მიიღებს ის ,,პერსონა 2020“ -ის ტიტულს
წელს უკვე მეშვიდედ საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა გაიმრთება. სფეროს გნვითარებისთვის ტრადიციულად წელსაც 50 წარმატებული ადამიანი პერსონას ტიტულს მიიღებს. პროექტი დეპონირებულია საქართველოს სახელმწიფო ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული სააგენტოს მიერ. პროექტის 21 კაციანმა საკოორდინაციო საბჭომ პერსონას ტიტულზე მხარი ახალგაზრდა წარმატებულ მომღერალ თორნიკე ტატიშვილს დაუჭირა, ის პერსონას ტიტულს ხელოვნების განვითარებისთვის მიიღებს.
რეალინფომ მომღერალთან ინნტერვიუ ჩაწერა.
თორნიკე მოგესალმებით მოგვიყევით უფრო მეტი თქვენს შესახებ?
მოგესალმებით , როგორ გითხრათ ვარ ძალიან პოზიტიური , მხიარული და ენერგიული თუმცა შინაგანად ძალიან ემოციური ვარ და ვცდილობ დავფარო ეს ყველაფერი სიმღერით , მეგობრებთან დროის ტარებით და ასე შემდეგ.
თქვენი ერთერთი სიმღერა , რომელიც მთელმა საქართველომ შეიყვარა ,,გეტყვი გეტყვი მიყვარხარ“ ,როგორ შეიქმნა და ვის მიუძღვენით?
ეს სიმღერა მართლაც ყველა ადამიანმა შეიყვარა ასაკისა და სქესის მიუხედავად , რა თქმა უნდა სიყვარულმა დამაწერინა ეს ტექსტი და ფაქტიურად ვიწინასწარმეტყველე რაც მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში , სხვათაშორის ამ სიმღერას ალამაზებს თავისი ლამაზი ხმით ადამიანი რომელსაც მიეძღვნა ტექსტი და სიმბოლურია ეს ყველაფერი.
უფრო რომელ ჟანრში ხედავთ მუსიკალურად საკუთარ თავს?
რა თქმა უნდა სოული , დანარჩენი უკვე კომერციული მხარეა რასაც ვწერ და ვქმნი.
როგორც ცნობილია თავად წერთ სიმღერებს ვინ არის თქვენი მუზა?
მუზა ხან მანდილოსანია ხან უბრალოდ უძილო ღამე , როცა სიმღერას ვწერ ვისვენებ ყველანაირად და მაგ დროს ვარ ძალიან ბედნიერი.
ცნობილია, რომ ახლა მარტო ხართ , რა ხდება თქვენს პირადში?
კი მარტო ვარ , წლების განმავლობაში ვერ წარმომედგინა რომ მეცხოვრა საყვარელი ადამიანის გარეშე , ახლა კი ვცდილობ არც არავის შევეჩვიო და არც არავინ შევიჩვიო , ესე უკეთესია.
როგორია თქვენი სამომვლო გეგმები?
არ ვაპირებ გაჩერებას , ახალი სიმღერებით და კლიპებით გავანებივრებ ჩემს ფანებს.
რას ნიშნავს თქვენთვის ხალხის სიყვარული და აღიარება?….
ხალხის სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა , როცა ხელოვანი ქმნის და უფასდება ეს ძალიან სასიამოვნოა , პერსონა 2020 ზე წარმადგინეს და მე სიამაყით ავივსე რადგან დამაფასეს და ჩემი შემოქმედება შეიყვარეს ადამიანებმა. მე ბედნიერი ვარ უფალმა სიმღერის ნიჭით რომ დამაჯილდოვა .