ვირუსთან ბრძოლაში იმუნიტეტი მთავარი არაა – ალექსანდრე გოგინავა

ვირუსთან ბრძოლაში იმუნიტეტი მთავარი არაა – ალექსანდრე გოგინავა

ალექსანდრე გოგინავა: ვირუსთან ბრძოლაში იმუნიტეტი მთავარი არაა

ალექსანდრე გოგინავა

ალექსანდრე გოგინავა

ვირუსთან ბრძოლაში იმუნიტეტი მთავარი არაა, თუმცა იმუნურ სისტემას დიდი მნიშვნელობა აქვს- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.

ალექსანდრე გოგინავას თქმით, პაციენტის მდგომარეობის დამძიმება მხოლოდ იმუნიტეტზე არაა დამოკიდებული.

„ეს დამოკიდებულია ვირუსის რაოდენობაზე, რამდენად სწრაფად მრავლდება ვირუსი. ასევე რამდენად დაზიანებულია ქვემო სასუნთქი გზები ანუ ფილტვები. ძირითადად, ყველაზე ხშირი დამძიმება არის, როცა პნევმონია ყალიბდება. თუ ვირუსმა ქვემო სასუნთქ გზებამდე მიაღწია, ის მეტნაკლებად ყოველთვის საშუალო სიმძიმიდან მძიმედ მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ვისაც აქვს ასაკი და ფონური დაავადებები, უფრო ხშირად ურთულდებათ მდგომარეობა პნევმონიით. თუმცა ეს შეიძლება ახალგაზრდა ასაკშიც მოხდეს“- განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

საქართველოში კორონავირუსი 195 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 39 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

CATEGORIES
TAGS
Share This