თელაველ მეღვინეებსა და ბიდისი აკადემიას შორის შეხვედრა შედგა
15 მარტს ბიდისი აკადემიის თელავის ფილიალში სოფლის მეურნეობის განვითარების ფარგლებში კახელ მეღვინეებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას აკადემიის დამფუძნებელი პროფესორი ნათია შათირიშვილი, აკადემიის თელავის ფილიალის მმართველი გიორგი სუხაშვილი და თელავის ღვინის ქარხნის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა აკადემიის მსმენელების ჩართულობა მევენახეობა მეღვინეობის პროცესში რაც აკადემიის კურსდამთავრებულებს მიცემს საშუალებას სტაჟირება გაიარონ საწარმოებში შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. შეხვედრის მიზანს აგრეთვე წარმოადგენდაა პროფესია მეღვინის პოპულარიზაცია. შეგახსენებთ, რომ ევროპული განათლების აკადემია ბიდისის ფილიალები თელავის გარდა განლაგებულია გორში, ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში. ევროპული განათლების აკადემია ბიდისის ფილიალები თელავის გარდა განლაგებულია გორში, ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში.