თერაპია, რომელიც ხელახლა გაცოცხლებს — ლუკა ჩანადირი და THE MASSAGE TBILISI

თერაპია, რომელიც ხელახლა გაცოცხლებს — ლუკა ჩანადირი და THE MASSAGE TBILISI

გვინდა გაგაცნოთ ლუკა ჩანადირი, სერტიფიცირებული მასაჟისტი, რომელიც არაერთი საერთაშორისო სერთიფიკატის მფლობელია. ეს სერთიფიკატები ადასტურებს მის პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას მასაჟის სფეროში. ლუკა გთავაზობთ მრავალფეროვან სერვისებს, რომლებიც მორგებულია თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებზე – როგორც სამკურნალო, ასევე კოსმეტიკურ, სარელაქსაციო, ზოგად გამაჯანსაღებელ და ბავშვთა სამკურნალო მასაჟებს. უკვე მრავალი წელია, რაც “THE MASSAGE TBILISI” აქტიურად თანამშრომლობს ლიდერ ქალთა საზოგადოებასთან.

 

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

ლუკა წლებია აქტიურად მოღვაწეობს ამ სფეროში და მუდმივად ცდილობს გააუმჯობესოს საკუთარი უნარები. “ყოველწლიურად ვცდილობ განვვითარდე და უფრო გავაფართოვო შეთავაზებები”, – აცხადებს იგი. ერთწლიანმა კლინიკაში მუშაობამ მას დიდი გამოცდილება შესძინა სამკურნალო მასაჟის მიმართულებით. მასაჟის თერაპიის კონკურენტულ სამყაროში ლუკა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ცოდნასა და გამოცდილებას, რაც აუცილებელია ბაზარზე საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად.

“გასული წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო, როგორც სამუშაო კუთხით, ასევე კმაყოფილი მომხმარებლებით”, – აღნიშნავს ლუკა. “ჩვენთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც ვხედავთ სამკურნალო შემთხვევებში გაჯანსაღებულ პაციენტებს, სარელაქსაციო პროცედურების შემდეგ ბედნიერ სახეებსა და ყველაზე სასიამოვნო შეფასებას ‘თითქოს ხელახლა დავიბადე'”.

ლუკა აგრძელებს სწავლას და სიახლეების დაუფლებას. პროფესიული განვითარებისადმი მისი ერთგულება ხაზს უსვამს მასაჟის თერაპიის დინამიურ ბუნებას, სადაც პროფესიონალები, როგორიცაა ლუკა, მუდმივად ნერგავენ უახლეს ტექნიკებსა და მიდგომებს.

“THE MASSAGE TBILISI” ქალბატონებსა და ბატონებს სთავაზობს თბილისში უნიკალურ პროცედურას – თავის სპა მასაჟს. ეს პროცედურა გრძელდება 75-80 წუთი, რომლის განმავლობაშიც მუშავდება მთელი სხეული და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თავის თმიან ნაწილს. წყლის თაღოვანი დინება, ორთქლის აბაზანები და ვულკანური ქვების თერაპია გათავისუფლებთ სტრესისგან, მოგხსნით დაძაბულობას და განგაცდევინებთ მაქსიმალურ სიამოვნებას.

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

 

განსაკუთრებული სივრცე, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ, მდებარეობს ვაკეში, ჭავჭავაძის 58 ნომერში. “THE MASSAGE TBILISI” გიწვევთ, გამოსცადოთ ეს უნიკალური გამოცდილება. ლუკა ჩანადირის პროფესიონალიზმი და ინდივიდუალური მიდგომა გპირდებათ დაუვიწყარ სიამოვნებასა და რელაქსაციას, გაახალგაზრდავებასა და სრულ განტვირთვას.

არ გაუშვათ შანსი, გააცოცხლოთ თქვენი სხეული და გონება. დაიწყეთ თქვენი გამაჯანსაღებელი მოგზაურობა “THE MASSAGE TBILISI”-სთან ერთად – სადაც სიამოვნება ხვდება სიმშვიდეს.

 

CATEGORIES
Share This