,,ᲗიᲗქმის ყველა საქმეზე გამამარᲗლებელ Შედეგებს ვიᲦებ” – როლანდ Შონია ,,პერსონა 2021″ – ის ტიტულს მიიᲦებს
,,პერსონა 2021″ – ის ტიტულს მიიღებს
საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წელსაც ტრადიციულად სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის ჩვენი ქვეყნის 50 ადამიანს ,,პერსონა 2021″ – ის ტიტულს მიანიჭებს, რომელთა შორის გახლავთ თვალსაჩინნო პიროვნება ადვოკატი, ექიმი, სტიქაროსანი როლანდ შონია. Realinfo ბატონ როლანდ შონიას გაესაუბრა, თუმცა მანამდე შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტიტული სხვადასხვა წლებში მიღებული აქვთ თამარ სხირტლაძეს, ნანი ბრეგვაძეს, ლეილა აბაშიძეს, მარიკა კვალიაშვილს, გიორგი უშიკიშვილს, მანანა თოდაძეს, ირმა სოხაძეს, გიული ჩოხელს და სხვებს.
დაჯილდოების გალა ცერემონია 24 დეკემბერს კულტურის ცენტრ მუზაᲨი გაიმარᲗება
ბატონო როლანდ რომელ პროფესიაში უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს იურისპრუდენციაში თუ მედიცინაში?
მოგესალმებით, ორივე პროფესიაში ერთნაირად, რადგან მიყვარს სანედიცინო სფერო და სამართალი, ვცდილობ ხარისხიანად ვაკეთო ორივე საქმე.
რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?
პროფესიონალიზმი და საკუთარი საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობა და სიყვარული.
როდის უფრო კარგად გრძნოვთ თავს როცა დამნაშავეს იცავთ თუ როდესაც დაზარალებულს?
დაცვისათვის არავითარი მნიშვნელობა არააქვს ვის იცავ, მთავარია დაცვა განახორციელო მაღალი პროფესიონალიზმითა და სრულყოფილი კეთილსინდისიერებით, არაფერი დააკლო კლიენტის პოზიციას შესაძლებლობის ფარგლებში. მაგრამ რათქმა უნდა უფრო აზარტულია როცა ბრალდებულს იცავ და შენც აწარმოებ სრულ გამოძიებას.
როგორ შეაფასებდით ქართულ მართმსაჯულებას?
დღევანდელი ქართული მართლმსაჯულება, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია ნაციონალური პერიოდის ოდიოზური ფიგურებით და მთლიანად კლანურია, არც არის მართლმსაჯულება. სერიოზული და ძირეული რეფორმებია გასატარებელი დამოუკიდებელი და ნამდვილი მართლმსაჯულების მისაღებად.
ყველაზე სასიამოვნო საქმე?
წირვა-ლოცვებში მსახურება. შეუდარებელ სიამოვნებას მანიჭებს ჩემი დაცვისქვეშ მყოფის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოცხადება და სასამართლოს მიერ ჩემი მოთხოვნის დაკმაყოფილება, რითაც ძალიან განებივრებული ვარ. თითქმის ყველა საქმეს ამ შედეგით ვასრულებ.