,,თქვენი დაგროვილი გამოცდილება მეცნიერულ ჟურნალში დაბეჭდეთ, “- მამუკა მაჩაიძე  თენგიზ ცერცვაძეს და ლევან რატიანს

,,თქვენი დაგროვილი გამოცდილება მეცნიერულ ჟურნალში დაბეჭდეთ, “- მამუკა მაჩაიძე თენგიზ ცერცვაძეს და ლევან რატიანს

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმის ზურაბ გურულის განცხადებას მედიკამენტ პლაქველინის და და კოვიდ 19 – ის მკურნალობის ქართული პროტოკოლის შესახებ, საქართველოში პროფესორ თენგიზ ცერცვაძის ვრცელი განცხადება და რეანიმატოლოგ ლევან რატიანის ინტერვიუ მოყვა , რითაც საზოგადოებას ფართოდ გააცნეს ვირუსის ირგვლივ გატარებული ღონისძიებები.  ქართულ სამედიცინო საზოგადოებაში ამ თემის ირგვლივ რამოდენიმე განცხადება გაკეთდა, ზოგმა მოუწონა და ზოგიერთმა დაუწუნა გურულს განცხადება. რეალინფოსთვის საინტერესო შტატებში, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში მოღვაწე ქართველი ექიმის  მამუკა მაჩაიძის გამოხმაურება აღმოჩნდა, წერილი რომელიც ექიმმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ერთი შეხედვით ნეიტრალურია.  realinfo.ge უცვლელად გავაზობთ წერილს და დასკვნები თავად გამოიტანეთ.

მამუკა მაჩაიძე: ,,სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მოცემულობა ასეთია, რომ ჩვენ ვარსებობთ, ვერ გავქრებით და საჯარო თუ პირადი წყაროებით შევეცდებით ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ ისე, რომ საერთო საქმე არ გაფუჭდეს.

მე ვერ ვხვდები რას ემსახურება წამყვანი ექიმების გამოყვანა და ერთ ტონში, აგრესიით სავსე განცხადებების გაკეთება უცხოეთში მოღვაწე ექიმის მიმართ, მითუმეტეს ისეთ თემაზე, რასაც სამეცნიერო კამათი და გარჩევა ჭირდება. თქვენ არავინ გიკარგავთ იმ შრომას და დამსახურებას რაც გასწიეთ ამ საქმეში. მათ შორის, ისიც ნორმალურია რომ პროტოკოლების უმეტესობა სწორედ უცხოეთიდან გაქვთ წაღებული და ადაპტირებული, ასე იზამდა ნებისმიერი საღად მოაზრივნე.

იმ ფონზეც კი, როდესაც ტესტირების პერ კაპიტა რაოდენობით ჩამოვუვარდებით მეზობელ სომხეთს და აზერბაიჯანს და შესაბამისად ვერ ავღრიცხავთ ყველა დაინფიცირებულ შემთხვევას, სიკვდილიანობა საქართველოში ნამდვილად დაბალია. ამიტომ თქვენი გამოცდილების გაზიარება სამეცნიერო სამყაროსთვის ფასდაუდებელი იქნება. აღწერილობითი (დისკრიფციული) კვლევის გაკეთებას დაახლოებით 2-3 დღე ჭირდება. ჩემი აზრით, ძალიან სასარგებლო იქნება ვიცოდეთ პაციენტების სიმძიმე, ლაბორატორიული/რენტგენოლოგიური მაჩვნებლები, ასევე რამდენმა პაციენტმა მიიღო პლაქუენილი (სიმძიმის მიხედვით), დარუნავირ/რიტონავირი, სხვა ანიტივირუსულები და სტეროიდები, ასევე რამდენმა მიიღო კომბინაცია/მედიკამენტების კოქტეილი.

მე თავად ჯერ კიდევ ვსწავლობ ბევრ რამეს, მათ შორის, თქვენგან მინდა რომ ვისწავლო კოლეგიალობა. ამიტომ გთხოვთ, რომ დისკუსია დავაბრუნოთ სამედიცინო წრეებში (თუნდაც საჯაროდ), თქვენი დაგროვილი გამოცდილება მეცნიერულ ჟურნალში დაბეჭდეთ, ისე როგორც ამას ყველა სხვა ქვეყანა აკეთებს, ჩვენ კი თქვენგან ვისწავლით. ძალიან გთხოვთ, ნუ გააპოლიტიზებთ მედიცინას ამ ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში მაინც და ვისწავლოთ აგრესიის გარეშე ინფორმაციის გაზიარება. ჩვენს ხალხს ახლა კრიზისიდან გამოსვლის გეგმა აინტერესებს და არა ფეისბუქის პოსტების განხილვა.”
პატივისცემით,
მ.მ

განათავსა იოსებ კავკავაშვილმა

CATEGORIES
Share This