იდუმალი და გამაოგნებელი ყველაზე ᲫვირადᲦირებული ქარᲗველი მხატვარი ლაᲨა არსენიᲫე ,,პერსონა 2021″ -ის ტიტულს მიიᲦებს
მეგობარმა მითხრა, ამერიკელ მხატვარ ჯექსონ პოლაკს ჰგავხარო”
ლაშა არსენიძე უნიკალური ნიჭის ადამიანია. სიტყვა “უნიკალური” ზუსტად გამოხატავს მის შემოქმედებას: ლაშა გამორჩეულად ფეხისგულებით ხატავს. მისი ნახატები სიღრმისეული ხედვითაც გამორჩეულია. მისი ნამუშევრებიდან “ტყუპების” დასახელებაც კმარა, რომელიც ასტრონომიულადაა შეფასებული… ლაᲨა არსენიᲫე საქარᲗველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია ,,პერსონა 2021″ -ის ტიტულს მიიᲦებს.
– ლაშა, როგორ ჩაიარა შენმა ბავშვობამ, რით იყავი გამორჩეული?
– ძალიან ცელქი, მოუსვენარი და ცნობისმოყვარე ბავშვი ვიყავი. სკოლაში ძალიან კარგად ვსწავლობდი, მაგრამ მაღალ კლასებში “ავურიე”, გაკვეთილებს ვაცდენდი. მიუხედავად ამისა, მასწავლებლები მაინც მაქებდნენ. აღნიშნავდნენ, რომ ყველაფერს მალე ვითვისებდი და ნიჭიერი ვიყავი. სწრაფად ვისწავლე ინგლისური ენაც… ხაზვის გაკვეთილი მიყვარდა. ისე კარგად ვხაზავდი, მასწავლებელი მეხვეწებოდა, არქიტექტურულზე ჩამებარებინა.
– როგორ აღმოჩნდი საზღვარგარეთ?
– მშობლებთან ერთად პატარა წავედი საცხოვრებლად საბერძნეთში. ფაქტობრივად, იქ გავიზარდე.
– რა გიტაცებდა ანუ ჰობი რა იყო?
– ხატვა ყველაზე გვიან მოვიდა ჩემს ცხოვრებაში. ძალიან მიყვარდა ცხენები, ჯირითი და ცურვა. ხანდახან ვკითხულობდი კიდეც. ტყეში ხეტიალი მიყვარდა.
– როგორი ხასიათი გაქვს? როგორად გიცნობენ ახლობლები?
– ძალიან პრინციპული, უფრო კი ჯიუტი ვარ. არ მიყვარს, როცა მეუფროსებიან. ვინმე რომ რამეს მავალებს და მაძალებს, არ ვასრულებ. არ მიყვარს სხვის ჭკუაზე სიარული, თუმცა, სხვის აზრს ვითვალისწინებ. არც მორჩილება მიყვარს, არც მშობლების ჭკუაზე გამივლია, ყველაფერს ჩემით ვწყვეტდი. მახსოვს, სამხედროს მასწავლებელსაც როგორ შევეწინააღმდეგე, როცა სპეციფიკური მოძრაობების შესრულება მოითხოვა.
– როგორც ამბობენ, შენს ხელოვნებაში თვალსაჩინოა რელიგიური თემები, მისტიკა და თეოსოფია. ბავშვობიდან რელიგიური იყავი?
– ბავშვობაში ხშირად ვლოცულობდი. რამეს რომ დავკარგავდი, ღმერთს ვთხოვდი მის პოვნას. უფალთან ყოველთვის ვგრძნობდი კავშირს და ასეა დღემდე.
– და მაინც, რამ გადაგაწყვეტინა მხატვრობა?
– 3 წლის წინ, 2018-ში, სახლში სიბნელეში ვიყავი წამოწოლილი და ფიქრებში წავედი. თვალების დახუჭვისთანავე მოვიდა უსაზღვრო ფერები. ვარსკვლავები რომ წყდება, ასე მოდიოდა ფერები. ეს ჩემს ნახატებშიც ავსახე. თავიდან გამიკვირა, ვერ ვიგებდი, რა ძალა მოდიოდა. ეს არ იყო ის, რასაც მანამდე სამყაროში ვხედავდი. ამ ფაქტმა ფერებზე დამაფიქრა. კოსმოსი ყოველთვის მაინტერესებდა და მერე უკვე მთლიანად ამაზე გადავერთვე.
– როდის შექმენი პირველი ნახატი?
– ეს ხილვები რამდენიმე დღე გამიგრძელდა და ისეთი ძალით ვგრძნობდი, სმა დავიწყე. ვერ ვუძლებდი და ვსვამდი. მერე გადავწყვიტე, ეს ემოცია როგორმე გადმომეცა. ამაზე ხმამაღლა საუბარი რომ დამეწყო, გიჟად ჩამთვლიდნენ. შევედი მაღაზიაში და პირველი პატარა ტილო, ფუნჯები და საღებავები ვიყიდე. პირველად ვარსკვლავის მოწყვეტის პროცესი დავხატე, როგორც ხილვებში წარმომედგინა.
– როგორ შეაფასეს შენმა ახლობლებმა ეს ახალი გატაცება?
– პირველად ჩემს მეგობარს დაველაპარაკე და ნახატიც ვაჩვენე. მითხრა, ამერიკელ მხატვარ ჯექსონ პოლაკს ჰგავხარო. მაშინ არც ვიცნობდი ამ მხატვარს. რომ შევადარე, მართლა ჰგავდა მის ნახატებს, თუმცა ვთვლი, რომ მე მაინც განსხვავებული ტექნიკა მაქვს.
– რა განგასხვავებს სხვა მხატვრებისგან და როგორ ხატავ ფეხისგულებით?
– სხვა როგორ ხატავს, არ ვიცი, თუმცა მე ხილვებით და ფეხისგულებით ვხატავ. ჩემ გარდა ვინმე ხილვებით თუ ხატავს სხვას, არ გამიგონია. ამავე დროს, ფეხისგულებით ვხატავ და ესეც განსხვავებული უნარი მგონია. ხელით ყველა ხატავს, ფეხის თითებითაც, შეიძლება ფეხითაც – გადასმებით, როგორც ხელით. მე სხვაგვარი ტექნიკით ვხატავ, სამყაროს ფერებით გადმოვცემ, სადაც სივრცეების დანახვა შეიძლება.
– შენს ნახატებს ახლავს შტრიხკოდები. რას ნიშნავს ეს?
– ერთ ღამეს გონებაში დამებადა იდეა, ნახატებისთვის შტრიხკოდები დამერთო. ეს ყველაფერი რვეულში ჩაწერილი მაქვს. ამის გაშიფვრა მომავლის საქმეა. ხელოვნებათმცოდნეებმა მითხრეს, რომ ზებუნებრივი ძალა მაქვს. რაღაც საიდუმლო ინფორმაციას ვფლობ, რომელიც ჯერჯერობით გასამჟღავნებელი არ არის.
– სასულიერო პირები რას გეუბნებიან?
– ბერებმა რომ ნახეს ჩემი ნახატები, თქვეს, რომ ედემის ბაღს ხედავდნენ. ჩემი ნახატები მოძრაობს, ბრუნავს.
– როგორც ვიცი, ძალიან ძვირფასია, ანუ ძვირი ღირს შენი ნახატები…
– ჩემი ნახატები ძვირადაა შეფასებული. 10.000 და 20.000 იაფია ჩემი ნახატების შესაძენად, მათ ნამდვილ ღირებულებას ბევრი ვერ შესწვდება. ახალგაზრდა მხატვარი ხარ და უცებ მილიონ ლარად როგორ შეგიფასოთ ნახატები, არადა ღირს, ეს დიდ ხმაურს გამოიწვევსო… ერთი ნახატი 400.000-ად შეაფასეს. იმასაც დავამატებ, რომ ჩემს ნახატებს უარყოფითი კრიტიკა არ მოჰყოლია…
– შავ ხვრელებს რატომ ხატავ?
– ერთი წლის წინ ვიდეო ჩავწერე. გავაკეთე შავი ხვრელი, შიგ ჩავსვი დედამიწა და გარეთ დავუხატე ფერადი ფონი. შავი ხვრელი ჩემი ცენტრია და მას სამყაროს თვალივით აღვიქვამ. ყველა შავი ხვრელი, რომელიც დავხატე, მოძრავია.
– შენი ხელოვნება რამდენად თავსებადია შენი ცხოვრების დეტალებისთვის?
– ძალიან კარგად ვუთავსებ ერთმანეთს ცხოვრებასა და ხელოვნებას. ხელოვნება მავითარებს, ადამიანებს იოლად ვშიფრავ.
– როგორ ფიქრობ, ხელოვნების სფეროში შენს ადგილს ადვილად დაიკავებ?
– ჩემთვის ხელოვნება როგორც შეჯიბრება არ არის საინტერესო. ჩემთვის მთავარია, ადამიანებმა გაიგონ, რას ვხატავ.
– წერ ლექსებსა და რომანებსაც…
– გამორჩეული აზრები როგორც კი მომივა, მაშინვე ქაღალდზე გადამაქვს. ჩემი ტექსტები ალეგორიულია.
– გამოფენას გეგმავ?
– გამოფენა-გაყიდვას აღდგომის შემდეგ ვგეგმავ. იმედია, პანდემია ხელს არ შემიშლის.
– რა არის შენთვის იმედი და სიყვარული?
– ჩემთვის ორივე ღმერთია.
– ბოლოს რა დახატე?
– 20 დღის წინ ძლიერი ხილვები მქონდა. დავხატე ყოვლისმხედველი თვალი, რომლითაც ადამიანებს ვაგრძნობინე, რომ ყველაფერს ვხედავ. ნახატით ვთქვი, რომ ჩემთვის დაფარული არაფერია. ამით ადამიანებს ვუთხარი, რომ მეც მათსავით შორს ვიყურები.
– შური თუ გამოუხატავთ შენ მიმართ?
– შურს და ცუდ ენერგიას ვბლოკავ. ახლოს არ ვუშვებ. არც გავურბივარ, რადგან ვერაფერს მაკლებს. არ მიყვარს ჩხუბი და კონფლიქტი. ყველაფერს მშვიდობიანად ვაგვარებ.
– როცა ხილვებზე საუბრობ, არასერიოზულად აღგიქვამენ?
– სხვა საუკუნეში რომ ვცხოვრობდე, ჯადოქრად გამომაცხადებდნენ და კოცონზე დამწვავდნენ. ზოგს არ ესმის და ვერც აღიქვამს. მე რასაც ხილვებს ვუწოდებ, ეგ ჩემი ხედვაა. თვალს რომ დავხუჭავ, არაბუნებრივი ფერები და ფორმები მელანდება. ბუნებაშიც, მეტალშიც კი, სხვა რამეს ვხედავ და აღვიქვამ.