ინტერვიუ  წარმატებულ ემიგრანტ  კურსდამთავრებულთან

ინტერვიუ წარმატებულ ემიგრანტ კურსდამთავრებულთან

-გამარჯობა, რამდენად კმაყოფილი ხართ ჩვენი სასწავლო კურსით? და რა მოგცათ საექთნო საქმის ონლაინ ტრეინინგმა ?
-ძალიან სწორი არჩევანი გავაკეთე ბიდისიში მოსვლით , რადგან ვიყავი ძიების პროცესში, ვიცოდი, რომ ეს პროფესია დამეხმარებოდა, თუ ვერ ვიმუშავებდი, ჩემთვის მაინც გამომდაგებოდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ კურსის სწავლისა და გადასახადის გრაფიკი ემიგრანტებზეა მორგებული.
-ცოტა უიმედოდ უყურებენ ხოლმე ონლაინ სწავლებას, თქვენ რას ფიქრობთ?
-მშვენივრად მოვახერხე, ყველა წიგნი გამომიგზავნეს რის საფუძველზეც ვმეცადინეობდი, ძალიან მონდომებული ვიყავი და გამომივიდა კიდევაც, მასწავლებელიც დეტალურად, გასაგებად გვაწვდიდა მასალას. ძალიან კმაყოფილი ვარ, ისეთი ხალხი შემხვდა, უიმედოდ ვიყავი და მოულოდნელად ძალიან თბილად მიმიღეს, ყოველთვის თბილად მცემდნენ პასუხს. თუ კიდევ იქნება რაიმე მსგავსი კურსი, აუცილებლად გამოვნახავ დროს, რომ კვლავ გავიარო თვენს აკადემიაში მსგავსი სახის კურსი.ემიგრანტებისთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, თერაპიასავით იყო ჩემთვის, მთელი დღე მუშაობის შემდეგ ქართული ლექციის მოსმენა ჩემთვის ზღაპრად იქცა.
-ძალიან გვიხარია, რომ თქვენ კმაყოფილებაში ცოტა წვლილი მაინც მიგვიძღვის და თქვენ ამ ცოდნას გამოიყენებთ.
-ემიგრანტებს თავიდან აგრესია გაუჩნდათ ონლაინ სწავლების მიმართ, თუმცა ჩვენი მხრიდან იყო შეთავაზება, რომ დასწრებოდნენ პირველ ლექციას და თუ დაინახავდნენ, რომ მოსწონდათ და მათთვის საჭირო განათლებას მიიღებდნენ, გაეგრძელებინათ სწავლა , ასეც მოხდა ეხლა სწავლის დასრულება აღარ უნდათ . -თქვენი კურსის შესახებ მინდა მაქსიმლურად გავაგრცელო ინფორმაცია ემიგრატებში სადაც შემიძლია ვამბობ, რამდენად კმაყოფილი ვარ რამდენად მყარი და ამომწურავი იყო ტრეინინგები.
-ჩვენთვის ეს მთავარი კომპონენტია, ხუთი ფილიალი გვაქვს საქართველოში და 15 წელია ვმუშაობთ, განსხვავებული ფასიც კი არ გვაქვს ემიგრანტებისა და აქ მცხოვრები სწავლის მსურველთათვის,
-დიახ, მთლიანი კურსიც ზუსტად ჩემს ხელფასზე იყო მორგებული.
-იმიტომ, რომ ვიცით, ემიგრანტები როგორი წვალებითაც აგროვებენ ამ თანხებს, ოჯახს, შვილებს აკლებენ და ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ეს ადამიანები კმაყოფილები დარჩებიან. ერთი ქალბატონი ჩამოვიდა იტალიიდან, ოჯახი არ ჰყავდა და თანხით ძმისშვილებს ეხმარებოდა და არ სურდა გაეგო, რომ მან ჩვენთან ისწავლა, რომ გაიგონ მათ მოვაკელი გამიბრაზდებიანო. ჩვენი ასაკის ადამიანს თავისუფლება არ აქვს. იქ წვალობს, შრომობს და თავისთვის ვერ იყენებს საკუთარ თანხებს, ამ ყველაფრის მოსმენამ ძალიან გამაოცა.
ჩამოსვლა მომიწია საქართველოში პრაქტიკაზე გამაგზავნა სასწავლებელმა ტრეინიგის დასრულების შემდეგ კლინიკაში სადაც დიდი სიამოვნებით და ყურადღებით მიმიღეს სრული დატვირთით გავიარე პრაქტიკა კლინიკის ძალიან მადობელი ვარ ქ.ნ ხატია ვაწაძე მაქსიმალურ ყურადღებას მაქცევდა , სურდა მაქსიმალური პრაქტიკული ცოდნა მოეცათ ჩემთვის რადგან მალევე უკან იტალიაში უნდა დავბრუნებულიყავი.
მადლობა მინდა გადაუხადო სასწავლებელის ხელმძღვანელს ნათია შათირიშვილს რომლემაც მომცა შესაძლებლობა მიმეღო სამედიცინო მიმართულებით განათლება და ჩემი ოცნება ამეხდინა რაც ამ ეტაპზე ემიგრანტის გადასახედიდან შეუძლებელი იყო , თუმცა შემაძლებინა, დროის ნებისმიერ მონაკვეთში მზად იყო ეპასუხა ჩემთვის და მიმეღო ამომწურავი ინფორმაცია.
ქ.ნ იზა სიამოვნებით მიგიღებთ სხვა კურსზე ნებისმიერ დროს როცა თქვენთვის ხელსაყრელი იქნება … როცა მოისურვებთ .
მადლობა თქვენ და აკადემიის მთელ შემადგენლობას .

CATEGORIES
Share This