ინფექციურის პიარი – ,,ნუ ფანტაზიარობთ, ნუ ავრცელებთ გამოგონილ ამბებს“
ინფექციური საავადმყოფოს პიარი გიორგი ბერიძე ფეისბუქზე ჟურნალისტებისთვის მიმართვას ავრცელებს.
გიორგი ბერიძე: ,, ზოგიერთი ჩემი კოლეგის, ინტერნეტ და ბეჭდური გამოცემის საყურადღებოდ! გთხოვთ, იქონიოთ ელემენტარული მორალური შეგნება- ნუ ფანტაზიორობთ, ნუ ავრცელებთ გამოგონილ ამბებს(დაუზუსტებელ ინფორმაციებზე და უზუსტობებზე უკვე არ მაქვს საუბარი)… უამრავ ნაბოდვარზე და მონაჩმახზე მიწევს პასუხის გაცემა… მეც ადამიანი ვარ და 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობ. გთხოვთ, ენდოთ ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენელთა მიერ გაკეთებულ კომენტარებს… ნუ გააგიჟეთ და გადარიეთ ხალხი… რად გიღირთ ასეთი რეიტინგები და ტირაჟი არ ვიცი… იქონიეთ თვითშეგნება…“
CATEGORIES საზოგადოება