
საქართველოს სახელმწიფო დასაქმების ხელშეწყობის სააგენტომ და საქართველოს იურისტთა უმაღლესმა სკოლამ 2025 წლის 7 მაისს თბილისში, სასტუმრო Holiday Inn-ში, ორგანიზება გაუწიეს იურისტთა დასაქმებისა და ხელშეწყობის ფორუმს. ღონისძიებაზე მიწვეული იყო არაერთი მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, მათ შორის ლიდერ ქალთა საზოგადოება, კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემია სითიეი და საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი. ფორუმმა მოიზიდა როგორც სტუდენტები, ასევე პროფესიონალები იურიდიულ სფეროში.