იყავი განსხვავებული კანდიდატი !

იყავი განსხვავებული კანდიდატი !

 

საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი, არის მრავალპროფილური საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც 15 წელზე მეტია წარმატებით ფუნქციონირებს. იგი ორიენტირებულია დასაქმების, განათლების და კვლევების ინტეგრირებაზე, რასაც თავის მხრივ შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების მუდმივი ხელშეწყობით, დასაქმების ხელმისაწვდომობით და პროფესიული მიმართულებებების გამრავლაფეროვნებით ახორციელებს.

ბიდისის აქვს ჯანსაღი პრეტენზია და შესაბამისი რესურსი მოახდინოს კადრების გადამზადება და დასაქმება  კერძო და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის საფუძველზე.

აკადემიის  მისიაა, აღჭურვოს მსურველი  ზუსტი თეორიული და პრაქტიკული ცოდნით და ჩამოაყალიბოს თანამედროვე შრომის ბაზარზე მოთხოვნადი და კონკურენტუნარიანი სპეციალისტი, რომელიც თავის მხრივ შექმნის ღია საზოგადოებას და იქნება მისი აქტიური წევრი, რაც უმნიშვენელოვანესია ჩევნი ქვეყნის ჯანსაღი მომავლისათვის.

 

BDC-ის  სურს საავტორო წვლილი შეიტანოს ქვეყნის შრომითი ბაზრისა და ეკონომიკის წინსვლაში, ამ მიისით  მუდმივად ახორციელებს პროფესიული მამართულებების ხელმისაწვდომობას, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში საჭიროებაზე მორგებული პროფესიების დაუფლების ხელშეწყობითა და განვითარებით, რაზეც მათი ფილიალების სიმრავლე მეტყველებს. თანამედროვე სასწავლო სივრცე, რომელიც ითვალისწინებს ჯანდაცვის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის საერთაშორისო რეკომენდაციებს. ასევე აღჭურვილია   საჭირო ინფრასტრუქტურით და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.

სასწავლო პროგრამები და გეგმები შედგენილია მაღალკვალიფიციური პედაგოგების მიერ, რომელიც დრომ გამოსცადა.

 

პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული, უმაღლესი და პროფესიული განთლების მქონე მაღალკვალიფიციური აკადემიური და ადმინისტრაციული კადრების მომზადება, ხარისხის უზრუნველყოფა და სტანდარტის შექმნა არის ის რააც წარმატებული ბიზნეს-ეკონომიკის და საზოგადოების საწინდარია.

შრომისა და დასაქმების ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით, აკადემია საშუელბას აძლევს მოსწავლეებს იქონიონ მოქნილი აკადემიური განრიგი, აპლიკანტის ინტერესების გათვალისწინებით, შესაძებელია სწავლება განხორცილედეს პარალელურ რეჟიმში.

 

 

 

 

 

CATEGORIES
Share This