,,კარგი ექიმები გვყავს ძალიან“ – ინფექციურის ბოქსში მყოფი პაციენტი
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში დაკვირვებაზე მყოფი გოგონა სოც ქსელში პოსტს წერს სადაც ექიმების მიმართ მადლიერებას გამოთქვამს. realiinfo.ge პოსტს უცვლელად გთავაზობთ :
მაია მესტუმრე:
ყველაფერს დავწერ ობიქტურად არცერთ სიტყვას არ გადავამეტებ.
17:00 საათზე მოვედი ჩემი ფეხით, ჩაიწერეს მონაცემები, გამიზომეს სიცხე და მთხრეს რომ უნდა დავლოდებოდი 18:00 საათამდე ვიჯექი ჭკვიანათ ვპოსტავდი აქ.
19:00 საათზე გადმომიყვანეს ბოქსირებულ განყოფილებაში და უი შენ ორსული გოგო არ ხარო? არა მეთქი , ეს არა ვერ გაიგეს ეტყობა და წამო წამო ისევ მიმღებშიო
წამიყვანეს, იქ დამხვდა ორსული გოგო ვიშიც ავერიე (მსუქანა რომ ვარ ამიტომ) ჰოდა ამ გოგოს ხარჯზე მგონი კაი მოშნ რიგს გადავახტი შემთხვევით და ამიღეს ნაცხი, ლუგარის გოგო იყო უმშვიდესი და ძაან კარგი გოგო.
დამაბრუნეს ბოქსში დამსვეს დერეფანში და ველოდებოდი პალატას.
შემიყვანეს პალატაში, ჩემ თვალწინ გახსნეს სულ ახალი თეთრეული გადააკრეს გაანიავეს ოთახი, დაგავეს გაწმინდს ამიღეს სისხლი ვენიდან, შემომიტანეს თერმომეტრი რომ ვაკონტროლო სიცხე.
ყავთ უამრავი პაციენტი არ ჩერდება ცხელი ხაზი, ყველას აცვია უნიფორმა უკეთია პირბადე, მეც მომცეს ახალი.
არიან ყურადღებიანი ექიმები და ძალიან გადაღლილები.
ეხლა შემოვიდნენ და დიდი მენიუ ჩამომითვალეს რა გაჭამოთ ამოირჩიეო.
ძაან საყვარლები არიან მართლა
ნუ ლანძღავთ სულ.