კახელი ექიმი ,,კოვიდ 19″-ით ინფიცირებული არ აღმოჩნდა

კახელი ექიმი ,,კოვიდ 19″-ით ინფიცირებული არ აღმოჩნდა

კახეთში, ყვარლის სასწრაფოს ექიმს, რომელსაც სამი დღის წინ, სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდგინდა, პირველადი PCR-ით ინფიცირებული არ აღმოჩნდა.

ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დაადასტურა. TV პირველთან საუბარში იგი ამბობს, რომ ჯერჯერობით უცნობია საბოლოო, მეორეული ტესტის შედეგი:

“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არ დაუდასტურდა ამ შემთხვევაში კორონავირუსი, თუმცა ველოდებოდით დამატებით კვლევას, ბოლო პასუხი ჩემთვის ცნობილი არაა. შეიძლება ეს იყოს ტესტის ხარვეზი, ეს გარკვეულწილად ხდება. არაა გამორიცხული, რომ ცრუ დადებითი PCR-ის დროსაც იყოს”

CATEGORIES
TAGS
Share This