კოვიდᲗან მებრᲫოლი ექიმი ზესტაფონიდან, რომელმაც სუნᲗქვის აპარატი გამოიგონა

კოვიდᲗან მებრᲫოლი ექიმი ზესტაფონიდან, რომელმაც სუნᲗქვის აპარატი გამოიგონა

ლევანი დათიაშვილმა 2021 წელს დაასრულა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსი /PBL -ის ერთსაფეხურიანი პროგრამა. იგი პირველივე დღეებიდან , როგორც თავისი პირადი რესურსით, ასევე სხვა და სხვა სახელმწიფო სერვისებში მუშაობით, ჩართული იყო პანდემიის მართვაში.

ლევანი დათიაშვილი მუშაობდა დაავადებათა კონტროლის ცენტრში (NCDC) , შემდეგ ჯანდაცვის რეგიონალურ ცენტრში – ერთიანი სამთავრობო ხაზის (144-ის) ქოლცენტრის ზედამხედველის პოზიციაზე, იგი ასევე რამდენიმე წელია მუშაობს აკაკი წერეთილს სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე – კლინიკური უნარების ლაბორატორიის სპეციალისტის პოზიციაზე. ასევე ის ამჟამად არის ქუთაისის კოვიდ სასტუმრო ,,გორას” ექიმი.

ლევანი დათიაშვილი თავდაპირველად ონლაინ ჩართვებისა და სატელეფონო ზარების საშუალებით ბინაზე დარჩენილ პაციენტებს უწევდა კონსულტაციებს სახელმწიფო პროტოკოლებზე და გაიდლაინებზე დაყრდნობით.

– ,, უპირველეს ყოვლისა ბინაზე მყოფ კოვიდ პაციენტს, და მითუმეტეს თუ მას ლაბილური ფსიქიკა და ხასიათი აქვს, სჭირდება ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და დარწმუნება იმაში , რომ კარგად იქნება. ეს ძალიან შრომატევადი საქმე არის, ვინაიდან დღის განმავლობაში არაერთ პაციენტთან გაქვს კომუნიკაცია. გარდა ამისა ,ზოგიერთი საჭიროებდა გამოკვლევებსა და სიმპტომურ მკურნალობას, ცხადია მათთანაც არანაკლები დრო მეხარჯებოდა ”

მაშინ როცა პანდემიური პროცესი პიკს მიუახლოვდა და კლინიკებში შეიქმნა საწოლფონდის დეფიციტი, არაერთი ქვეყანა აფორიაქდა , რადგან სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა იმ ადამიანების სიცოცხლე, რომლებსაც ესაჭიროებოდათ კლინიკაში მართვითი სუნთქვის აპარატის დახმარება.

– ,, როგორც კი ეს ინფორმაცია გაჟღერდა, დავიწყე ფიქრი რა შემეძლო მე ამ პრობლემიდ დასაძლევად . ელექტროინჟინერია მესმის, სახლის პირობებში არაერთი აპარატი თუ მოწყობილობა დამიმზადებია ჩემი ხელით . შევადგინე მართვითი სუნთქვის აპარატის მოდელის მონახაზი და დავიწყე მუშაობა, მცირე ზომის სადემონსტრაციო, მუშა-ფუნქციური მოდელი რამდენიმე დღეში დავამზადე და გავტესტე კიდეც, ექსპერიმენტმა გაამართლა და ამ მოდელის საფუძველზე უკვე ადგილობრივად, საქართველოში შეიძლებოდა მართვითი სუნთქვის აპარატების წარმოება. ასეთი რამის დასამზადებლად მარტო ელექტროინჟინრობა, ან ცალკე ექიმობა , საკმარისი არაა, ეს ორივე უნარი ერთად უნდა გქონდეს , კარგად უნდა გესმოდეს სუნთქვის პარამეტრები , ფიზიოლოგია, რეჟიმები , დაავადების მიმდინარეობა და ასევე უნდა შეგეძლოს ხელთარსებული რესურსით ელექტრო მართვითი სუნთქვის აპარატის აგება”.

ეს ამბავი მალევე აიტაცეს ჟურნალისტებმა , მომზადდა სიუჟეტები, დაიწერა სტატიები, ლევანი დათიაშვილი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში მიიწვიეს და ბნ. ირაკლი შენგელია მას ინოვაციების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა, განიხილეს აპარატის თვისებები და ლევან დათიაშვილს დახმარება , დაფინანსება და ხელშეწყობა შესთავაზეს აპარატწარმოებაში.

– ,,ვისაუბრეთ, მცირე პრეზენტაცია მოვაწყვე და საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა ეს შეხვედრა. მე თანახმა ვიყავი დაგვეწყო აპარატწარმოება საქართველოში, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ კი პანდემიური პროცესის გამო ნამდვილად შეიქმნებოდა სუნთქვის აპარატების დეფიციტი. საბედნიეროდ მოხდა ისე, რომ არ გახდა საჭირო დამატებითი აპარატების წარმოება…”

შეხვედრის შემდეგ ქუთაისის საკრებულოს წევრებმა წამახალისებელი საჩუქრები გადასცეს , ხოლო პრესცენტრმა ეს ინფორმაცია საზოგადოებას გააცნო.

ლევანი დათიაშვილი ამჟამადაც მუშაობს სიახლეზე , თუმცა მისი გადატვირთული ყოველდღიურობის გამო საკმაოდ უძნელდება გამოგონებებზე მუშაობა და მისთვის დროის გამოყოფა, თუმცა იგი ამ საქმიანობაზე თავის დანებებას არ აპირებს და გვეუბნება , რომ ახლო მომავალში სიახლეს წარუდგენს საზოგადოებას.

CATEGORIES
Share This