კოვიდ 19 ვაქცინა წარმოებაში ჩაუშვეს – რომელი ქვეყნებისთვის იქნება ხელმისაწვდომი იგი

კოვიდ 19 ვაქცინა წარმოებაში ჩაუშვეს – რომელი ქვეყნებისთვის იქნება ხელმისაწვდომი იგი

 

Covid19-ის 2 მილიარდი ვაქცინა წარმოებაში ჩუშვეს

Covid19-ის 2 მილიარდი ვაქცინა წარმოებაში გამოცდის შესაბამისი ეტაპების გავლის გარეშე ჩუშვეს. ოქსფორდის უნივერსიტეტში შემუშავებული ვაქცინის 2 მილიარდი დოზის წარმოება მას მერე გადაწყდა, რაც ჯანდაცვაზე ორიენტირებულმა ფონდმა, Bill and Melinda Gates Foundation, პროექტი $750 მილიონით დააფინანსა. მას ფარმაცევტული კომპანია, AstraZeneca აწარმოებს. კომპანიამ ხელშეკრულება უკვე გააფორმა ეპიდემიური მზადყოფნის კოალიციასათნ, CEPI-სთან და გლობალურ ჯანდაცვით ალიანსთან, Gavi. ამ ორ საქველმოქმედო ორგანიზაციას Bill and Melinda Gates Foundation-ის გარდა WHO-ც უჭერს მხარს. ვაქცინის მასობრივი წარმოება მისი ეფექტიანობის დამტკიცებამდე დაიწყება. ეს უჩვეულო ნაბიჯი მიზნად ამ პროცესისთვის საჭირო პერიოდის შემოკლებას ისახავს. გაცემული თანხა 2 მილიარდი ვაქცინიდან 300 მილიონი დოზის დისტრიბუციასაც მოხმარდება. კომპანიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ AstraZeneca-მ სალიცენზიო პარტინიორობა გააფორმა ინდოეთის სერუმის ინსტიტუტთანაც (SII), რომელიც მოცულობის თვალსაზრით მსოფლიოში ვაქცინების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. ხელშეკრულების თანახმად, ვაქცინის ერთი მილიარდი დოზა დაბალ და საშუალოშემოსავლიანი ქვეყნებისთვის იქნება გათვალისწინებული. მათგან 400 მილიონი დოზა 2020 წლის ბოლოსკენ იქნება მზად. ვაქცინის 300 მილიონი დოზა აშშ-სთვის, ხოლო 100 მილიონი ბრიტანეთისატვისაა განკუთვნილი. თუკი კლინიკური კვლევები მის ეფექტიანობას დაამტკიცებს, პირველი დოზები უკვე სექტემბრისთვის შეიძლება იყოს მზად.

CATEGORIES
TAGS
Share This