კონკურსი “მის პრინცესა საქართველო 2022” და “ბიდისი აკადემიის” რჩეული გოგონები
სილამაზის ეროვნული კონკურსი „მის პრინცესა საქართველო 2022“ ჩატარდა.
კონკურსში მონაწილეობას 40- მდე კონსკურსანტი იღებდა. ჟიურის გადაწყვეტილებით შეირჩა საუკეთესო მონაწილეები და მათ შორის ორი კონკურსანტი გახდა “ბიდისი აკადემიის” დირექტორის, ქალბატონი ნათია შათირიშვილის რჩეული, რომლებსაც აკადემიისაგან საჩუქრები და 1 000 – ლარიანი სასწავლო ვაუჩერი გადაეცათ მათთვის სასურველი პროგრამის შესასწავლად.
დაჯილდოებული ორი მონაწილიდან ერთ-ერთი, ქეთი ჩოხელი ამბობს: „უზომოდ კმაყოფილი ვარ, რადგან მართლა არ ველოდი ამხელა მოწონებას და მით უმეტეს 1000-ლარიან უფასო სწავლის ვაუჩერს. ძალიან ბედნიერი ვარ, დიდი მადლობა “ბიდისი აკადემიას” და მის დირექტორ ქალბატონ ნათია შათირიშვილს“ .
ღონისძიებამ ძალიან ლამაზად და საინტერესოდ ჩაიარა.
“ბიდისი აკადემია” წარმატებებს უსურვებს თითოეულ მონაწილეს.