ლალი მოროშკინა ემიგრანტებს იმ ქვეყნებში დარჩენას ურჩევს სადაც არიან
ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში ,,პოსტს“ აქვეყნებს სადაც ის ქართველ ემიგრანტებს მიმართავს. realinfo.ge უცვლელად გთავაზობთ მის პოსტს.
ლალი მოროშკინა: SOS! ემიგრანტებო, კარგია რომ ბრუნდებით სამშობლოში, თუმცა არსებობს ერთი “მაგრამ”. ვიცი, რომ ბევრ თქვენგანს არ აქვს საცხოვრებელი ან იპოთეკით დატვირთული აქვს. აქვს ბანკის თუ კერძო პირის ვალი, ამიტომ გაითვალისწინეთ შემდეგი პუნქტები:
სავარაუდოდ 1.შენგენის ზონა ჩაიკეტება და მინიმუმ ერთი წელი ვერ შეძლებთ ასე რთულად მოძებნილ სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას
2. საქართველოში ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში იმატებს უმუშევრობა
3.საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო ღრმა ეკონომიკურ კრიზისში შევა.
4.ლარი გააგრძელებს გაუფასურებას
5.თქვენ წლობით მიეჩვიეთ $ და € მაღალ ანაზღაურებას.
საქართველოში კი ასეთი ანაზღაურება არ არსებობს.
ევროპა და აშშ უფრო ადვილად დააღწევს თავს კრიზისს, ივნისიდან ჩვეულ რითმს დაუბრუნდება მთელი მსოფლიო, თქვენ კი უკან ვეღარ დაბრუნდებით!
გულწრფელად გითანაგრძნობთ, რადგან არმინდა ამდენი წლის ნაშრომი წყალში ჩაგეყაროთ..