ლექცია-სემინარი თემაზე  “პროფესიული ორიენტაციისა და პიროვნული განვითარების სტრატეგიები”

ლექცია-სემინარი თემაზე  “პროფესიული ორიენტაციისა და პიროვნული განვითარების სტრატეგიები”

2023 წლის 24 დეკემბერს, “ლიდერ ქალთა საზოგადოებისა” და საერთაშორისო განათლების აკადემია “ბიდისის” ორგანიზებით გაიმართა ლექცია-სემინარი თემაზე  “პროფესიული ორიენტაციისა და პიროვნული განვითარების სტრატეგიები”, ვილა მოსავალში.
ლექცია-სემინარს უძღვებოდა ყველასათვის საყვარელი და პროფესიონალი მაია ასათიანი, რომელმაც შეხვედრა გაამრავალფეროვნა და წარმოგვიდგინა პრაქტიკული, თუ ყოველდღიური გამოცდილება.
შეხვედრაზე განხილული იქნა საკითხები, როგორიცაა:
 
1.როგორ უნდა მოძებნო საკუთარ თავში ძალა, მხოლოდ წინ რომ წაგიყვანს. როგორ დაისახო სწორი მიზანი და ამ მიზნისაკენ მყარად წახვიდე.
2.როგორ გაარკვიო, რა გინდა სინამდვილეში ცხოვრებისგან და როცა გაარკვევ, იარო მხოლოდ წინ-არც ერთი ნაბიჯით უკან.
3.როგორ გავუმკლავდეთ ცხოვრებისეულ დიდ და მცირე ტკივილებს, როგორ დავძლიოთ კრიზისი და თუნდაც ყველაზე ღრმა უფსკრულიდან გამარჯვებული, უფრო ძლიერი ამოვიდეთ.
4.თუ არ გაქვს ადამიანებთან კომუნიკაციის უნარი-როგორ შეიძინო ეს თვისება, როგორ იპოვო და დაამარცხო ის კომპლექსები, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლის.
5. როგორ მიაღწიო ჰარმონიას შენს თავთან და როგორ გიყვარდეს ერთადერთი და განუმეორებელი-შენი თავი.

6.როგორ ვაქციოთ საკუთარი თავი ბრენდად.
7.საჯარო სივრცეში სიტყვით გამოსვლის მომზადება.
8.როცა ასაკი მხოლოდ ციფრებია.
ეს ღონისძიება მიზნად ისახავდა ლიდერების აღჭურვას იმ ინსტრუმენტებით, სტრატეგიებითა და შეხედულებებით, რომლებიც საჭიროა დღევანდელ დინამიურ და რთულ სამყაროში წარმატებულად ფუნქციონირებისათვის.
მსმენელები დაუკავშირდნენ თანამოაზრე პირებს და დაამყარეს ღირებული კავშირები სხვადასხვა სფეროსა და რეგიონის ლიდერ ქალბატონებთან.
ლექცია-სემინარის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი, ორენოვანი სერტიფიკატი.
ჩვენ გვჯერა ქალი ლიდერების უზარმაზარი პოტენციალისა და მზად ვართ მივაწოდოთ მათთვის საჭირო ინსტრუმენტები თავიანთი როლებისა და მათი კეთილდღეობის შესანარჩუნებლად.

გააძლიერეთ საკუთარი თავი, დაუკავშირდით გამორჩეულ ქალბატონებს და დაიწყეთ მოგზაურობა ბრწყინვალებისკენ ლიდერ ქალთა საზოგადოებასთან ერთად!

 

ლიდერ ქალთა საზოგადოების შესახებ:

ლიდერ ქალთა საზოგადოება მიმართულია ქალთა გაძლიერებისა და მხარდაჭერისათვის, ლიდერის როლებში სხვადასხვა ინდუსტრიებში. ლიდერობისა და პიროვნული ზრდის ხელშეწყობის მისიით, საზოგადოება მასპინძლობს ღონისძიებებს, სემინარებსა და ვორქშოფებს, რომლებიც მიზნად ისახავს ხელმძღვანელობის უნარებისა და გამძლეობის განვითარებას ქალ ლიდერებში.

 

საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისის შესახებ:

საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისი ცნობილია მაღალი ხარისხის განათლებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების უზრუნველყოფის ერთგულებით. გლობალურ პერსპექტივებსა და ლიდერობაზე ფოკუსირებით, აკადემია გვთავაზობს პროგრამებს, რომლებიც შექმნილია ინდივიდების გასაძლიერებლად საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მისაღწევად.

მადლობას ვუხდით ქალბატონ მაიასა და დამსწრე საზოგადოებას ასეთი საინტერესო და ინტერაქციული შეხვედრისთვის, რომელიც დიდხანს გაგვყვება ❤
CATEGORIES
Share This