ლიდერ ქალთა საზოგადოებამ ნომინაციაში “საუკეთესო ქართველი ბიზნეს დიასპორის წარმომადგენელი – 2025” წარდგინა ნანა ქოთილაიძე-უეტსი

ლიდერ ქალთა საზოგადოებამ ნომინაციაში “საუკეთესო ქართველი ბიზნეს დიასპორის წარმომადგენელი – 2025” წარდგინა ნანა ქოთილაიძე-უეტსი

”ნამდვილი ლიდერი  საკუთარი თავისა და გუნდის გზამკვლევი წარმატებისკენ საერთო მიზნების მისაღწევად.“  N.K.W.

 

ქალბატონი ნანა ქოთილაიძე-უეტსი გახლავთ ,წარმატებული და მაღალკვალიფიციური ბიზნესლედი დიდი ბრიტანეთიდან, რომელსაც აქვს საერთაშორისო გამოცდილება ვაჭრობის სფეროში 28-ზე მეტ ქვეყანაში. ის არის Elcoactive Limited Group-ის თანადამფუძნებელი და თანადირექტორი. კომპანიის საქმიანობა მოიცავს საკვები პროდუქტის იმპორტსა და ექსპორტს  მათ შორის გაყინული თევზის, ფრინველისა და ხორცის  მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან სხვადასხვა მიმართულებით. 25 წელზე მეტი კომბინირებული ბიზნესგამოცდილებით, დინამიური გუნდის, მეგობრული თანამშრომლებისა და კონტრაქტორების, ასევე მსოფლიო დონის მომწოდებლების ჩართულობით, Elcoactive Limited Group ქმნის სტაბილურ და ინოვაციურ ბიზნესგარემოს, რომელიც ეფუძნება პროფესიონალიზმსა და სანდო თანამშრომლობას.

 

ქალბატონი ნანა ქოთილაიძე-უეტსი არის საქართველო–აზია–აფრიკის სავაჭრო პალატის (GAACC) ელჩი დიდ ბრიტანეთში, რომლის მისიაც საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული და სოციალური კავშირების გაღრმავებაა.

იგი, ასევე, არის დიდი ბრიტანეთის ქალთა ეროვნული საბჭოს (National Council of Women of Great Britain) წევრი — ორგანიზაციისა, რომელიც აქტიურად იბრძვის გენდერული თანასწორობისთვის და ქალთა უფლებების დაცვისთვის. ორგანიზაცია მუშაობს ძალადობის წინააღმდეგ, ქალების პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის, ეკონომიკური გაძლიერებისა და რეპროდუქციული უფლებების დაცვის მიმართულებით.

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მისი საქმიანობისა არის Elcoventure Limited Group, სადაც ის ასრულებს თანადამფუძნებლისა და თანადირექტორის როლს. კომპანია გლობალურად აწარმოებს მშრალი და გაყინული საკვები პროდუქტების იმპორტ-ექსპორტს და მომხმარებლებს უზრუნველყოფს სწრაფი, პროფესიონალური, სანდო და გრძელვადიან თანამშრომლობაზე აგებული სერვისით მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე.

 

ქალბატონი ნანა ასევე გახლავთ ბრიტანეთის საქმიან და პროფესიონალ ქალთა ფედერაციის — BPW UK-ის წარმომადგენელი (Business & Professional Women UK), რომელიც დაარსდა 1938 წელს. ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს დასაქმების, ფინანსების, განათლების, ჯანდაცვისა და სამართლებრივი უფლებების საკითხებზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო ქსელი ინგლისში, რომელიც აერთიანებს მეწარმეებს, ლიდერ ქალებს, დირექტორებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში. აღნიშნული ორგანიზაციები წარმოადგენს ქალთა უფლებებზე ორიენტირებულ ძლიერ პლატფორმებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობას უთმობენ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასა და მდგრადი ცვლილებების მხარდაჭერას. ისინი განსაკუთრებულად აქტიურობენ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის გაძლიერებასა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოების მიმართულებით.

ქალბატონი ნანას პროფესიული საქმიანობა ასევე მოიცავს თანადირექტორის პოზიციას Elcoactive Estate Group United Kingdom-ში — კომპანია, რომელიც წარმოადგენს Elcoactive Limited Group-ის შვილობილ ორგანიზაციას და სპეციალიზდება უძრავი ქონების ინვესტიციებში ბრიტანეთის ბაზარზე.

 

იგი გახლავთ დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ბიზნესორგანიზაციის — დირექტორთა ინსტიტუტის (Institute of Directors, IoD) ასოცირებული წევრი. ორგანიზაციის მიზანია ბიზნესლიდერების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და ეთიკური ბიზნესპრაქტიკების მხარდაჭერა.

 

ქალბატონი ნანა ქოთილაიძე-უეტსი ასევე არის მსოფლიო ტრეიდერული ორგანიზაციის (Worshipful Company of World Traders) საპატიო წევრი, სადაც ფლობს „Freeman“-ის სტატუსს. ეს არის ლონდონის ფინანსურ რაიონში არსებული ერთ-ერთი უძველესი და პრესტიჟული სავაჭრო ასოციაცია, რომელიც შედის 110 ისტორიულ სავაჭრო კომპანიას შორის და 2013 წლის 10 ივლისს ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ მიანიჭა სამეფო ქარტიის სტატუსი.

აღიარებული პროფესიონალი მარკეტინგის სფეროში, გამოცდილი მენტორი და სანდო მრჩეველი, ქალბატონი ნანა ქოთილაიძე-უეტსი გამოირჩევა უნიკალური ხედვითა და უნარით. იგი ქმნის და ავითარებს ძლიერ ქსელებს როგორც პროფესიულ, ისე საერთაშორისო დონეზე. წარმატებით უმკლავდება ყველაზე რთულ გამოწვევებს, მიისწრაფვის ინოვაციისა და პროგრესისაკენ — როგორც პიროვნული განვითარების, ისე ორგანიზაციული წინსვლის თვალსაზრისით. მისი საქმიანობა მტკიცედ ეფუძნება კეთილსინდისიერებასა და სამართლიანობას, რაც განსაზღვრავს მის ურთიერთობებს სანდო პარტნიორებთან და კლიენტებთან მსოფლიოს მასშტაბით. მან წარმატებით მოახერხა ორიენტაცია რთულ და არასტაბილურ ბაზრებზე, გამოავლინა გამძლეობა, სტრატეგიული ხედვა და მაღალი ადაპტაციის უნარი — თვისებები, რომლებიც მას ეფექტურ ლიდერად და პატივსაცემ პროფესიონალად აყალიბებს გლობალურ ბიზნესსაზოგადოებაში.

 

ნანა ქოთილაიძე-უეტსი საქართველოში „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ საპატიო წევრია — ორგანიზაციის, რომელიც აქტიურად მუშაობს ქალთა პროფესიული განვითარების, გაძლიერებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობაზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. საზოგადოება ახორციელებს წარმატებულ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების უნარების გაძლიერებას და მათ ჩართულობას ბიზნეს-კონფერენციებში, პროფესიულ შეხვედრებსა და ქველმოქმედებით აქტივობებში. ეს პლატფორმა ქალებს აძლევს შესაძლებლობას განივითარონ საკუთარი პოტენციალი და ჩაერთონ იმ ინიციატივებში, რომლებიც პროფესიულ ზრდასა და ლიდერად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ქალბატონი ნანა აქტიურად მონაწილეობს ორგანიზაციის განვითარებასა და სტრატეგიული მიმართულებების დაგეგმვაში. მისი ჩართულობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ საერთაშორისო კავშირების გაღრმავებაში — რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამომავლო პროექტებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს მჭიდრო პროფესიულ და საქმიან თანამშრომლობას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის.

 

პროფესიული წარმატებების პარალელურად, ქალბატონი ნანა ქოთილაიძე-უეტსი გამორჩეულია აქტიური ქველმოქმედებითი საქმიანობით. იგი უყოყმანოდ ახმარს საკუთარ დროსა და რესურსებს ადამიანების დასახმარებლად, განსაკუთრებით ჰუმანიტარული მიმართულებით, სადაც მისი თანაგრძნობა და სოციალური პასუხისმგებლობა ყველაზე მკაფიოდ ვლინდება.

„ლიდერ ქალთა საზოგადოება“ დიდი პატივისცემით აღნიშნავს ქალბატონი ნანა ქოთილაიძე-უეტსის ღვაწლს და წარმატებას და მომავალშიც უსურვებს უწყვეტ პროგრესს, ახალ იდეებსა და გამორჩეულ ადგილს გლობალურ ბიზნესსა და საზოგადოებრივ საქმიანობაში.

 

 

CATEGORIES
Share This