„ლიდერ ქალთა საზოგადოების“ სპონსორია ყვავილების ქართული ბრენდი „ამბორი“
კომპანიის სახელიც და ლოგოც ქართულ შინაარსს ატარებს და ქვეტექსტი გახლავთ ემოციური და ახლო კავშირი მომხმარებელთან, მის სურვილებთან და ხასიათთან.
ამბორი 2022 წლის იანვარში დაარსდა. კომპანიასსამი დამფუძნებელი ჰყავს: ნინო ჯანელიძე, სალომე ლაფერაძე და ლიკა ბუტიკაშვილი.
კომპანიის დაარსების იდეა, ამბორის მთავარ დიზაინერს, სალომე ლაფერაძეს ეკუთვნის. ინსპირაცია იყო ორი მეგობრის ისტორია (უცხოურ ბაზარზე), რომლებმაც ჩამოაყალიბეს საკმაოდ წარმატებული, ტრენდული და განსხვავებული ბრენდი. ასევე ფლორისტიკისა და ხელოვნების სფეროს გაერთიანების უსაზღვრო სურვილმა იმოქმედა. ამ იდეის ხორცშესხმას ხელი შეუწყო წარმატებულმა და არაჩვეულებრივმა ადამიანმა ნინო ჯანელიძემ და ერთად შეძლეს შეექმნათკომპანია, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს სრულ მომსახურებას ფლორისტიკური დიზაინის მიმართულებით.
ბაზარზე არსებული სხვა კომპანიებისაგან „ამბორს“ ერთი შეხედვითაც გამოარჩევთ განსაკუთებული, ინდივიდუალური დიზაინისა და მომხმარებლებთან ურთიერთობის სტილით. მათთან ურთიერთობა თქვენი სურვილის ზუსტად გაგებასა და შესრულებასთან ერთად კომფორტული და სასიამოვნოცაა.
„ამბორის“ დამფუძნებლები ქალბატონები არიან, შემდგარი, რეალიზებული ქალბატონები, შესაბამისად, მათ ზუსტად ესმით დღევანდელ რეალობაში რამდენად მნიშვნელოვანია, ქალთა როლის გაზრდა, მათი მაქსიმალური ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შესაბამისად მიაჩნიათ:
ყვავილების ადრესატები ძირითადად ქალბატონები არიან. ყვავილებს მოაქვთ მათთვის განწყობა, ემოცია. ქალებს ქალების ემოციების გაგება ყველაზე უკეთ შეუძლიათ, ამიტომ „ამბორის“ შემქმნელები მთელს სულს და გულს დებენ თაიგულებში სხვების გასაბედნიერებლად. სურთ რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს ბედნიერი, შემდგარი და წარმატებული:
TEL: 577 68 87 63
Mail: Amboriart@gmail.com
მისამართი: დავით გამრეკელის ქ. #3