„ლიდერ ქალთა საზოგადოების“ სპონსორია „Why Not By Rusa – რატომაც არა რუსასგან“
„ლიდერ ქალთა საზოგადოების“ სპონსორია ხელნაკეთი სამკაულების ბრენდი
„Why Not By Rusa – რატომაც არა რუსასგან“
ბრენდი გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით, ყურადღებითა და გემოვნებით შერჩეული ფერებითა თუ მასალით.
კომპანია 2015 წელს დააარსა ქალბატონმა რუსუდან ღვინიაშვილმა, რადგან ხელნაკეთი ნივთების კეთება და გაჩუქება უდიდეს სიამოვნებას ჰგვრიდა და მისთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება იყო.
- ყოველთვის მიყვარდა ხელნაკეთი აქსესუარების შექმნა და მათი გაჩუქება, ზოგადად ხელსაქმე კარგი განტვირთვის საშუალებაა. რამდენიმე მეგობარმა, რომლებიც სიამოვნებით ატარებდნენ ჩემს ნაჩუქარ აქსესუარებს, მირჩია ჩემი ჰობი საქმიანობად მექცია. აქედან გაჩნდა გვერდის შექმნის იდეაც და უკვე წლებია ვქმნი აქსესუარებს ფართო აუდიტორიისთვის.
- იმ პერიოდში, როცა გადავწყვიტე ჩემი ჰობი ინტერნეტსივრცეშიც გამხდარიყო ცნობადი, ბევრი ხელნაკეთი აქსესუარების გვერდი არსებობდა სოციალურ ქსელებში, რომელთა სახელებიც ხშირად იყო “Handmade BY Natia”, “Handmade by Ninutsa” და ასე შემდეგ. როდესაც ბრენდის სახელზე ვფიქრობდი, მაშინვე ამომიტივტივდა გონებაში- რატომაც არა რუსასგან?- ასე დაიბადა სახელის იდეა.
ბრენდი 7 წელია ინარჩუნებს სტაბილურობას, პოპულარობასა და ხარისხს. ეს კი მომხმარებელთან სწორი კომუნიკაციისა და განვითარებაზე მუდმივი ზრუნვის დამსახურებაა.
- ვფიქრობ, ჩემი კომპანიის განმასხვავებელი ნიშანია მუდმივი განვითარება, მომხმარებლის მოთხოვნაზე სწორი რეაგირება და კონკურენტული საბაზრო ფასი.
კომპანიის დამაარსებელი ქალბატონი რუსა ამბიბს, რომ ქალებს ქალებს ძალიან დიდი ძალა აქვთ და მაქსიმალურად უნდა იყონ ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში.
- ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და მათი ჩართულობის გაზრდა ბიზნეს საქმიანობაში ჩვენი საუკუნის ერთ- ერთი მთავარი გლობალური პრიორიტეტია, რადგან ქალ მეწარმეებს შეუძლიათ შეიტანონ სერიოზული წვლილი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.
- ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს ვუსურვებ თვითრწმენას, მუდმივ განვითარებას, წარმატებას, საკუთარი თავის უპირობო სიყვარულს და დაფასებას ოჯახის და საზოგადოების მხრიდან.
https://www.facebook.com/handmadecollection.ge
CATEGORIES საზოგადოება