ლიდერ ქალთა საზოგადოების მორიგი საგაზაფხულო კამპანია – “ჩემი გზა & ჩემი სიძლიერე”

ლიდერ ქალთა საზოგადოების მორიგი საგაზაფხულო კამპანია – “ჩემი გზა & ჩემი სიძლიერე”

🌸 ლიდერ ქალთა საზოგადოება გთავაზობთ მორიგ საგაზაფხულო კამპანიას – “ჩემი გზა & ჩემი სიძლიერე” 🌸

💫 გიწვევთ კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად! გთავაზობთ ახალ, უნიკალურ გამოცდილებას, რომელშიც ყველა ქალბატონის ჩართულობა ფასდაუდებელია!

💫 კამპანია “ჩემი გზა & ჩემი სიძლიერე” მიზნად ისახავს წარმოაჩინოს ქალების მრავალფეროვანი გამოცდილებები, მიღწევები, გამოწვევები და ძალა. ვქმნით პლატფორმას, რომელიც აჩვენებს, რომ წარმატება არ არის ერთგვაროვანი, არამედ ინდივიდუალური გზაა, რომელიც სხვადასხვა გამოცდილებას, ემოციას, გამოწვევასა და გამარჯვებას აერთიანებს.

📸 კამპანია მოიცავს პროფესიონალურ ფოტოსესიას, რომელიც თითოეული მონაწილის უნიკალურ პიროვნულ და პროფესიულ თვისებებს წარმოაჩენს. ფოტოებს განვათავსებთ ჩვენს სოციალურ პლატფორმებზე, თითოეულ ფოტოს კი დავურთავთ ქალბატონის პერსონალურ ისტორიას.

კამპანიის თითოეული მონაწილე ქალბატონი გაგვიზიარებს საკუთარ კარიერულ გზას და იმას, თუ რაში მდგომარეობს მისი სიძლიერე. ეს პირადი ისტორიები შთააგონებს სხვა ქალებს და წარმოაჩენს მრავალფეროვან გზებს წარმატებისკენ.

🌟 კამპანია განკუთვნილია აქტიური ქალბატონებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პროფესიული ზრდით, კარიერული განვითარებით, სურთ გამოცდილების გაზიარება, ურთიერთმხარდაჭერითა და გაძლიერებით. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ როგორც სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ქალები, ასევე ისინი, ვინც კარიერული განვითარების გზას ადგანან.

🎯 კამპანიის მიზნები:
1. წარმატებული ქალების ისტორიების წარმოჩენა და სხვების შთაგონება
2. ქალების პროფესიული ურთიერთობების პლატფორმის შექმნა
3. ქალთა თანამშრომლობისა და მხარდაჭერის კულტურის გაძლიერება
4. ორგანიზაციის ცნობადობისა და გავლენის ზრდა

🌸 კამპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია და რეგისტრაცია შეგიძლიათ ბმულზე: https://forms.gle/Lu97emCq6LWewC3u8

🌟 შეუერთდით ჩვენს კამპანიას, რომელიც არაჩვეულებრივ გამოცდილებას გვპირდება! გაითვალისწინეთ, კამპანიაში მონაწილეთა რაოდეობა შეზღუდულია! 🌟

📞 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 593 23 75 39

CATEGORIES
Share This