ლიდერ ქალთა საზოგადოების მიერ ორგანიზებული მორიგი სალონური შეხვედრა

ლიდერ ქალთა საზოგადოების მიერ ორგანიზებული მორიგი სალონური შეხვედრა

👩‍💼✨ გვაქვს პატივი წარმოგიდგინოთ ლიდერ ქალთა საზოგადოების მიერ ორგანიზებული მორიგი სალონური შეხვედრა სახელწოდებით “ლიდერ ქალთა გამოცდილება და გზა”!

✨ შეხვედრაზე ლიდერ ქალთა საზოგადოების ჟურნალის “Business Women Magazine”-ის ყდაზე წარმოდგენილი წარმატებული ქალბატონები გაგვიზიარებენ თავიანთ ისტორიებს, გამოცდილებასა და რჩევებს ბიზნესში. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა პირადად შეხვდეთ მათ, ვინც ცვლილებებს ქმნიან ქართულ ბიზნეს სივრცეში!

🗣️ შეხვედრის ფორმატი გახლავთ არაფორმალური სალონური საუბარი – გულწრფელი დიალოგი სხვადასხვა სექტორის წარმატებულ ქალბატონებთან, რომლებიც ისაუბრებენ გამოწვევებზე, დაბრკოლებებზე და მათი გადალახვის გზებზე.

📊 ღონისძიების პროგრამა:

• ლიდერ ქალთა საზოგადოების ჟურნალის შესახებ პრეზენტაცია
• ჟურნალის ყდაზე წარმოდგენილი ქალბატონების გამოსვლები
• საერთაშორისო დონეზე წარმატებული ქართველი ქალბატონების ვიდეო მიმართვები
• ნეთვორქინგის შესაძლებლობა და ჟურნალის ნებისმიერი გამოცემის შეძენა
• ჟურნალის გამოცემის შესახებ დეტალური ინფორმაცია

📍 დაინტერესებულ პირებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ დეტალური ინფორმაცია ჟურნალის წარმოების, გავრცელებისა, თუ ჩართულობის შესახებ!

📅 თარიღი: 2025 წლის 12 აპრილი
🕐 დრო: 13:00
📍 ადგილი: ბიდისი აკადემია – დავით აღმაშენებლის #189

⚠️ გაითვალისწინეთ, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია! შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით.

🗣️ დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/NQ3eEcJ63RB5ugEe9

👩‍💼✨ მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას! 👩‍💼✨

 

CATEGORIES
Share This