
ლიდერ ქალთა საზოგადოების ხელმძღვანელი ლას ვეგასის კულტურულ ფესტივალზე
🌟 ამერიკაში, კერძოდ ლას ვეგასში იმყოფება ლიდერ ქალთა საზოგადოების დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ქალბატონი ნათია შათირიშვილი. გუშინ ლას ვეგასში ჩატარებული სიმღერისა და ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი წარმატებით დასრულდა. ეს ღონისძიება არ გახლდათ უბრალოდ ფესტივალი, არამედ ნამდვილი ზეიმი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ანსამბლები ერთად იყრიდნენ თავს და დარბაზში მყოფთ უზიარებდნენ თავიანთი ქვეყნების კულტურულ მემკვიდრეობასა და სილამაზეს. ფესტივალის დასრულების შემდეგ, ქალბატონმა ნათიამ მადლიერება გამოხატა ორგანიზატორების მიმართ ლიდერ ქალთა საზოგადოებისა და საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისის სახელით.
🏆 “თქვენს მიერ ორგანიზებული ეს ულამაზესი საღამო არა მხოლოდ კულტურული ღონისძიება იყო, არამედ ხიდი სხვადასხვა ქვეყნის მომავალ თაობათა შორის,” – აღნიშნა ქალბატონმა შათირიშვილმა. მან ხაზი გაუსვა ორგანიზატორების ფასდაუდებელ წვლილს, რომელიც ეხმარება მომავალ თაობებს შეინარჩუნონ თავიანთი იდენტობა და ტრადიციები, ამავე დროს, გაუზიარონ ისინი სხვა ერის წარმომადგენლებს. ღონისძიების ფარგლებში, ქალბატონ ნათიას გადაეცა დიპლომი კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, მან კი თავის მხრივ ორგანიზატორებს სამადლობელი მედალი გადასცა. “კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა ამ შესანიშნავი საღამოსთვის, სადაც ქართული პატრიოტიზმი, სამშობლოს უზომოდ დიდი სიყვარული, მონატრება და პატივისცემა სუფევდა,” – დასძინა მან.




CATEGORIES სხვა