“ლიდერ ქალთა საზოგადოების” დაჯილდოების გრანდიოზული ღონისძიება ბათუმში

“ლიდერ ქალთა საზოგადოების” დაჯილდოების გრანდიოზული ღონისძიება ბათუმში

31 ივლისს ბათუმში სასტუმრო „შეარატონში“ გაიმართა ლიდერ ქალთა საზოგადოების დაჯილდოების ღონისძიება,სახელწოდებით „საუკეთესო ლიდერი ქალი“, სადაც გამოვლინდა 22 ნომინაციაში გამარჯვებული წარმატებული ქალბატონები სხვადასხვა რეგიონიდან და სხვადასხვა სფეროდან.

მათი მოღვაწეობის სფეროების შესაბამისად ნომინაციები განსხვავებული და საინტერესო გახლდათ. სპეცუალურად მოწვეულმა ჟიურიმ გამოავლინა 22 ნომინაცია და ნომინაციაში გამარჯვებული:

  1. “საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის -2022” ჯილდო გადაეცა თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის  სპეციალისტსა და ორგანიზაცია თელავი ჩემი ქალაქიას დამფუძნებელი და გამგრობის თავმჯდომარეს ქალბატონ თამარ ლაზარიაშვილს.
  2. “განათლების სფეროს ქომაგი -2022”-ის ტიტული მიენიჭა ქუთაისის გამორჩეულ სკოლა „მერმისისა“ და ქალაქში ერთ-ერთი პირველი საცურაო აუზის „ცისფერი ლაგუნას“ დამფუძნებელსა და დირექტორს ქალბატონ ლალი აბაშიძეს.
  3. ლიდერი საფინანსო სფეროში -2022“ – ჯილდო გადაეცა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას „ბერმელი“ და მის დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს ბქალბატონ

ეთერ ბერიძე-მელიქიშვილს ბათუმიდან.

  1. „ლიდერი სარესტორნო საქმეში – 2022“ – მიენიჭა ბათუმელ ქალბატონს, წარმატებულ რესტორატორს, რუსუდან ლამპარაძეს, რომელიც აქტიურადაა ჩართული ოთხი რესტორნის მენეჯმენტში.
  2. „ინოვაცია და ხარისხი – წლის ლიდერი სკოლამდელი აღზრდის სფეროში-2022“- დაიმსახურა  მართლაც ხარისხისთ, ინტერიერითა და სააღმზრდელო პრაქტიკით გამორჩეულმა თბილისის საბავშვო -ბაღმა „ერუდიტები“  და მისმა დამფუძნებელმა და დირექტორმა ქალბატონმა ზიზი ხახიშვილმა.
  3. „წლის საუკეთესო სკოლამდელი დაწესებულება-2022“- ჯილდო გადაეცა აჭარის რეგიონში სოციალური გამოკითხვის ლიდერ, სწავლების ხარისხით, ბავშვებთან და მათ მშრობლებთან განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამორჩეულ ბაგა-ბაღს „ტა-ა-ტი“ და მის დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს ქალბატონ ლეილა ველიაძეს.
  4. „წლის აღმოჩენა, ხელნაკეთი და ინდივიდუალური ბრენდი -2022“ –ტიტული მიენიჭა დედა-შვილის კომპანიის მარკეტინგის მენეჯერ კესარია ვასაძისა და ბრენდის დიზაინერ ნატო ადამიას მიერ დაფუძნებულ ვერცხლისა და ნატურალური ქვებისაგან შექმნილ გამორჩეული, ინდივიდუალური და განსხვავებული დიზაინის მქონე სამკაულების ბრენდს „ჩემი ჯემი“ .
  5. ბიზნესმენი, მეწარმე და ლიდერი ქალი 2022“  – ნომინაციის გამარჯვებული გახდა აჭარის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული მცირე ბიზნესმენი ნესტან აბაშიძე.
  6. „ლიდერი სილამაზისა და ესთეტიკის სფეროში-2022“ – დაჯილდოვდა მედიცინის მუშაკი, ექიმი-კოსმეტოლოგი და პედაგოგი ეთერ კოზოლაშვილი.
  7. წლის ლიდერი ექთანი-2022“- წოდება მიენიჭა „ბაუ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალის“ საექთნო საქმის უფროსს. „საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისის“ ლექტორს, გამორჩეულ ექთანს, ქალბატონ ია დუნდუას.
  8. „ორიგინალური ბრენდი და დასაქმების ხელშეწყობა -2022“ – ჯილდო გადაეცა ხელითა და დაზგით ნაქსოვ, ტანსაცმლის ინდივიდუალურ, გამორჩეულ და ორიგინალურ ბრენდ „დოდოკა“ -ს და მის დამფუძნებელს  დოდოკა მეფარიშვილს. ბრენდის საწარმო აჭარაში ფუნქციონირებს და ხელს უწყობს ადგილობრივი ქალბატონების დასაქმებას.
  9. „საუკეთესო ბრენდი -2022“ -გახდა გამოკითხვების ლიდერი, ორიგინალური, ხარისხიანი, განსხვავებული ტანსაცმლის ბრენდი და საწარმო „დეკოლტე“ და მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ქალბატონი ნონა გურგენიძე. „დეკოლტეს“ სამკერვალო საწარმოში მრავალი ქალბატონი ჰყავს დასაქმებული.
  10. „წლის საუკეთესო კლინიკა და მომსახურება -2022“  – ტიტული მიენიჭა კლინიკას „ტერდი“  და მის დამფუძნებელს, ექიმ-ორთოკინეზითერაპევტს, ქალბატონ თამარ  ჭიჭინაძეს. „ტერდის“ მომსახურების სპექტრს წარმოადგენს -ორთოპედია, ტერფის ფუნქციონალური დიაგნოსტია,ინდივიდუალური ღაბაშის დამზადება, რეაბილიტაცია, მექანოთერაპია.
  11. „საუკეთესო სკოლა – 2022“ -ჯილდოს მფლობელი გახდა ამერიკული საერთაშრისო სკოლა „პროგრესი“ და მისი დამფუძნებელი და დირექტორი ნინა ჩიკვაშვილი.

ბრენდი „პროგრესი“ ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში მდებარე სამ სკოლას, ჯამში 1400 მოსწავლეს და 400-ზე მეტ დასაქმებულს აერთიანებს. ზრდა ყოველწლიურად 10%-ია, რაც იმას ნიშნავს რომ პროგრესი სტაბილურად ინარჩუნებს საკუთარ ნიშას.

  1. „ქართული ფოლკლორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის -2022“ –დაჯილდოვდა ბრწყინვალების ორდენის მფლობელს, ქ.გორის ქართულ-ხალხური ცეკვების სკოლა-სტუდია იმედის მენეჯერი, ქალბატონი თამარ ქურდევანიძე.
  2. საუკეთესო ავტორ – შემსრულებელი -2022“ – გახდა საინტერესო, ნიჭიერი ინდივიდუალური ავტორ-შემსრულებელი, ანსამბლ „თორდას“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ასევე ნიჭიერი მხატვარი თამარ ალადაშვილი.
  3. წლის ხმა- 2022“– ტიტული დაიმსახურა მართლაც გამორჩეულად ძლიერი ხმის მქონე, მრავალი მუსიკალური პროექტის მონაწილე შესანიშნავმა მომღერალმა სალომე მირიანაშვილმა.
  4. „საუკეთესო ფსიქო – კონსულტანტი -2022″- გახდა ADS პოზიტიური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებული, პრაქტიკული ფსიქოლოგიის სპეციალისტი, შესანიშნავი ფსიქო-კონსულტანტი ეკატერინე ყიფიანი.
  5. „ლიდერი ესთეტიკური მედიცინის ცენტრი -2022“ – ნომინაციაში ჯილდოს მფლობელი გახდა ესთეტიკური მედიცინის ცენტრი და აკადემია „ენდორფინი“ და მისი დამფუძნებელი და დირექტორი ქალბატონი ნათია ჩიქოვანი. „ენდორფინის“ აკადემიას უამრავი ქალბატონის დახელოვნებაში მიუძღვის წვლილი ესთეტიკის განხრით.
  6. „საუკეთესო რესტორანი და მომსახურება -2022“– ნომინაციაში ჯილდო წილად ხვდა მომსახურებით, ხარისხით, ინტერიერითა და საუკეთესო მეგრული სამზარეულოთი გამორჩეულ რესტორან  „თაშრე“ -ს და მის დამფუძნებელსა და დირექტორს, ქალბატონ მაკა ცაბუტაშვილს.
  7. „საუკეთესო მსახიობი და დეკლამატორი – 2022“ – ნომინაციაში ჯილდო გადაეცა შესანიშნავ მსახიობს, მრავალი თეატრალური და კინო-როლის შემსრულებელ მსახიობს, მხატვრული კითხვის ოსტატს, დეკლამატორს, მაკა შალიკაშვილს.
  8. „კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის –2022“ -დაჯილდოვდა თელავის საესტრადო სტუდია ,,N-voice”-სა და სტუდია ,,თელავის’’ დამფუძნებელი და დირექტორი, თავად შესანიშნავი მომღერალი და პედაგოგი, ქალბატონი ნაზი ჩიდრაშვილი

ღონისძიების სპონსორები გახლდნენ შესანიშნავი კომპანიები, რომლებმაც  ეს დღე მეტად გაულამაზეს და გაუხალისეს ნომინანტ ქალბატონებს.სპონსორი კომოანიების ჩამონათვალიც საკმაოდ შთამბეჭდავი და მრავალფეროვანია:

  1. მოიხვიე ყაბალახი . თამარ ბახტაძე

ბრენდი აწარმოებს ძველი ნაციონალური სამოსის ულამაზეს ატრიბუტს, ყაბალახს, თანამედროვე შტრიხებითა და ულამაზესი ქსოვილებით.

  1. არტიზანული საპნებისა და თავის მოვლის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია საპონერია.

საპონერია 2017 წლიდან აწარმოებს ხელნაკეთ საპნებსა და ნატურალურ კოსმეტიკას.

სქაილაინ ივენთი- ღია ცის ქვეშ ქორწილების ორგანიზება.

  1. კომპანია „სქაილაინ ივენთი“ 12 წლის წინ დაარსა დარეჯან ბურჯალიანმა და ის დღემდე თქვენი ბედნიერი მომენტების სანდო პარტნიორია.
  2. ყვავილების სალონი “მეა” – მეა მდებარეობს ბათუმში და გამოირჩევა ყვავილების მრავალფეროვანი არჩევანით, გემოვნებიანი თაიგულებითა და მომხმარებელთან განსაკუთრებული დამოკიდებულებით.
  3. ნუკი კოსმეტიქს – სიყვარულით ნუკისგან. ნუკი კოშკელიშვილის მიერ შექმნილი კოსმეტიკური ხაზი ნუკი კოსმეტიქსი – უმაღლესი ხარისხის კოსმეტიკა ხელმისაწვდომ ფასად.
  4. ხელნაკეთი სამკაულების ბრენდი

Why Not by Rusa რატომაც არა რუსასგან

ბრენდი გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით, ყურადღებითა და გემოვნებით შერჩეული ფერებითა თუ მასალით.

  1. “ლიდერ ქალთა საზოგადოების“ სპონსორია „Beauty and the box” თეონა თავართქილაძისაგან. Beauty and the Box – სილამაზის ამანათია, რომელსაც თქვენ ყოველი თვის დასაწყისში მიიღებთ.
  2. ყვავილების მაღაზია ნენე

მაღაზია მდებარეობს თბილისში, პეკინის 27 ნომერში.

ის გამოირჩევა ყვავილების მრავალფეროვნებით, მაღალი ხარისხითა და საუკეთესო მომსახურებით.

  1. ყვავილების სალონი მზიკოს ყვავილები ქობულეთში.

წლებია ყვავილების სალონი ბაზარზე სტაბილურად იკავებს საკუთარ ნიშას და ჰყავს უამრავი ერთგული და კმაყოფილი მომხმარებელი.

  1. დეგუსტო

დეგუსტო არის კაფეტერიების ქსელის რომელიც ოპერირებს 14 ობიექტით თბილისის მაშტაბით.

კომპანია ორიენტირებულია ჯანსაღი საკვების წარმოებაზე, რაც შეიძლება დაბალ ფასად.

  1. სანთელი

ბრენდი აწარმოებს ორიგინალური დიზაინის სანთლებს, რომლებიც სოიოს ცვილისა და სურნელოვანი ზეთის ნაზავით არის დამზადებული.

  1. ესთეტიკური მედიცინის ცენტრი და აკადემია  ენდორფინი“ – ეფექტური გარდასახვა სრულყოფილებისკენ.
  2. MARIA –art

მარიას შექმნილი ნახატები, აუცილებლად შემოიტანენ ბედნიერებას თქვენს ცხოვრებაში.

  1. ესთეტიკური მედიცინა და სილამაზე

მიიღეთ უმაღლესი ხარისხის კოსმეტიკური მომსახურება.  „ესთეტიკური მედიცინა და სილამაზე“ – თქვენი სილამაზის სამსახურში.

  1. საკონდიტრო/კაფე „ალუბალი“

მათ შეუძლიათ ყოველი დღე დღესასწაულად გიქციოთ!

  1. „ბიდისი აკადემია“

აკადემიას უკვე მრავალი წელია უზარმაზარი წვლილი შეაქვს პროფესიული განათლების საქმეში.  დასაქმების ბაზარზე დიდია მათ მიერ გადამზადებულ კადრებზე მოთხოვნა.

აკადემია უზრუნველყოფს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა სწავლას, სტაჟირებასა და დასაქმებას.

ბიდისი აკადემია ქვეყნის მასშტაბით უკვე ხუთი: თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, გორისა და თელავის ფილიალებითაა წარმოდგენილი. გარდა ამისა, აკადემია ფუნქციონირებს ემიგრანტებისთვისაც.

„ბიდისი აკადემია“ – იყავი გამორჩეული კანდიდატი!

  1. კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემია

შენი მეგზური ინფორმაციული ტექნოლოგიების სამყაროში.

 

ღონისძიებაზე შესრულდა მუსიკალური ნომრები, რომელიც ნომინაციაზე წარდგენილი მომღერლების გარდა შეასრულეს ჟიურის წევრმა ქალბატონმა რადმილა კაკუბავამ და მოწვეულმა სტუმარმა, შესანიშნავმა მომღერალმა ნათია ზარანდიამ. აღნიშნულმა ნომრებმა გაახალისეს, გაალამაზეს დაღამო და დადებითი მუხტი შეჰმატეს მას.

 

ღონისძიება დაგვირგვინდა საკონდიტრო „ალუბალის“ მიერ დამზადებული უგემრიელესი ტორტის გაჭრითა და კოფი-ბრეიკით.

სასტუმრო  „შერატონის“ ფოიეში მოწყობილი იყო ბანერი, სპონსორი კომპანიებისა და ნომინანტი კომპანიების ლოგოებით, ასევე სასურათე სივრცე, რომელიც „სქაილაინ ივენთმა“ გაგვილამაზა და რაც მთავარია, ნომინანტი კომპანიების პერსონალური ბანერები და შოურუმი, სადაც შესაძლებლობა ჰქონდა დამსწრე საზოგადოებას შეეძინათ ადგილზე შეეძინათ სასურველი ნივთი.

ღონისძებამ სასიამოვნოდ ჩაიარა, რაზეც ნომინანტებისა და მოწვეული სტუმრების კომენტარებიც მეტყველებს:

თამარ ალადაშვილი:

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ  დღეს წარმადგინეს ნომინაციაში, „საუკეთესო ავტორ-შემსრულებელი“. მადლობა „ლიდერ ქალთა საზოგადოებას“, რომ დამაფასა და შემაფასა ასე საოცრად და ვეცდები, ყოველ წელს მაქსიმალურად ვიდგე თქვენს გვერდით.“

 

ზიზი ხახიშვილი:

„მინდა მადლიერება გამოვხატო „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ მიმართ, მის დამფუძნებლებსა და ბორდის წევრებს, რათა გამოავლინა თავისი საქმის საუკეთესოდ შემსრულებელი ადამიანები, მათ შორის საბავშვო-ბაღი „ერუდიტები“ წარადგინა ნომინაციაზე „ინოვაცია და ხარისხი“, მემგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია.

ეთერ კოზოლაშვილი:

„მინდა მადლობა გადავუხადო საღამოს ორგანიზატორებს, ძალიან სასიამოვნო საღამო იყო, ემოციების პიკში ვარ, აღფრთოვანებული ვარ ორგანიზატორების კრეატიულობი. მინდა მოწვეულ სტუმრებს, დაჯილდოებულებს და ზოგადად ყველა ქალბატონს ვუსურვო იყვნენ ლამაზები, წარმატებულები და ბედნიერები.“

ნათია ჩიქოვანი:

„უღრმესი მადლობა ქალბატონ ნათია შათირიშვილს, ქალბატონ ლალი მოროშკინას, ამ პროექტის ორგანიზატორებსა და სულის ჩამდგმელებს, რადგან დღევანდელი დღე ახალი მოტივაცია, ახალი ინსპირაციაა იმისთვის, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ და მეტი სარგებელი მოვუტანოთ ქალბატონებს და მთელს საზოგადოებას.“

ღონისძიება გაშუქდა სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ.

შეგახსენებთ:  მსგავსი ტიპის დაჯილდოებას „ლიდერ ქალთა საზოგადოებამ“  ამ წელში უკვე მეორედ ჩაატარა. წინა ღონისძიება გაიმართა აპრილის თვეში, თბილისში, სასტუმრო „შერატონში“ და გამოვლინდა 26 ნომინაციაში გამარჯვებული ქალბატონები.

„ლიდერ ქალთა საზოგადოების“ რიგებში ათასობით წარმატებული ქალია გაერთიანებული საქმიანობის სხვადასხვა სფეროდან.

საზოგადოება პედიოდულად მართავს სხვადასხვა აქტივობებსა და ღონისძიებებს სხვადასხვა რეგიონში: ეს იქნება საქველმოქმედო ღონისძიებები, სარელაქსაციო-შემეცნებითი ტურები და ტრენინგები, ვორქშოფები თუ სხვა.

საზოგადოების მთავარ ღონისძიებას კი წარმოადგენს დაჯილდოება, რომელშიც სვადასხვა ნომინაციებში ჯილდოვდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი, ძლიერი, შემდგარი ქალბატონები.

ღონისძიების მიზანია ქვეყნის საზოგადოებრივ საქმიანობაში ქალთა როლის წარმოჩენა და დაფასება, გენდერული თანასწორობის იდეის

მხარდაჭერა, ქალების ურთიერთანადგომა და გაძლიერება.

CATEGORIES
Share This